საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19332

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დომენტი თომაშვილის „სიბრძნე სოლომონისას“ III და IV თავები დაიბეჭდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ირაკლი ბაგრატიონმა გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისთვის ეცნობებინა, რომელი ქვეყნების სამეფო ოჯახებზე სჭიდებოდა ცნობები.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, თბილისში საპნის ქარხანა გაიხსნა, რომელიც ნედლეულად ნავთლუღის წყაროებიდან ამოღებულ ნივთიერებას გამოიყენებდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ წერდნენ, რომ გაზაფხულზე თბილისში რუსული დასი ჩამოვიდოდა, რომლის შემადგენლობაშიც მსახიობები: დავიდოვი, მარიუს პეტიპა და მარია სავინა იქნებოდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, გაზეთ „კავკაზს“ პეტერბურგიდან სწერდნენ, რომ სახელმწიფო სასახლის უწყებამ, რომელმაც კახეთში ვენახები შეიძინა, შამპანურისა და კონიაკის მომზადების შესასწავლად დიკენსონი საზღვარგარეთ გაგზავნა, რათა შემდგომ კახეთში დაბრუნებულიყო და ღვინის წარმოება გაეუმჯობესებინა. (1887-91 წელს ის წინანდლის მარნის პირველი მეღვინე იყო).

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელ თებერვალს მეორედ წარმოადგინესმიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ახალი ოპერა „რუთა“, რომელსაც ძალიან ცოტა ხალხი დაესწრო. სპექტაკლის დასადგმელად 3500 მანეთი დაიხარჯა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 2 თებერვალს მეორე კლასიკურმა გიმნაზიამ პუშკინის გარდაცვალების 50 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა, რომელზეც ანდრო იპოლიტეს ძე ტატიშვილმა წაიკითხა რეფერატი, რა გავლენა მოახდინა პუშკინის თხზულებებმა ქართულ ლიტერატურაზე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქალაქ თბილისის მცხოვრებთა წუხილი სასმელი წყლის ტარიფის სიძვირის გამო, რომელსაც „მეთულუხეები“ სპონტანურად ადგენდნ. მოქალაქეები ქალაქის საბჭოდან ფიქსირებული თანხის დაწესებას მოითხოვდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 7 თებერვალს, 8 საათზე, ნიკოლოზ აღნიაშვილის გუნდი იოსებ რატილის დირიჟორობით ქართულ თეატრში მესამე კონცერტს გამართავდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, 6 თებერვალს, რვის ნახევარზე, კავკასიის სამეურნეო საწოგადოებს წევრთა კრება დაინიშნა. კრებას უნდა მოესმინა პროცენკოს მოხსენება: „აბრეშუმის მოყვანის გამო იმიერ კასპიის ქვეყნებში“ და ლერისიეს ანგარიში 1886 წლის განმავლობაში აბრეშუმის მოყვანის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იქმნებოდა მევენახეთა საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ღვინის მწარმოებელთა დახმარება და გასაღების ბაზრის მოპოვება. ამხანაგობის წევრი იქნებოდა ყველა, ვინც საწევროს ფულით ან ღვინით გადაიხდიდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ოქტომბერს ალექსანდრე ჯანელიძეს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში უნდა წაეკითხა ლექცია „ეროვნული შემოქმედება და ეროვნული ბრძოლა“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ინგლისისა და გერმანიის გაზეთები აკრიტიკებდნენ გენერალ ბულანჟეს და საფრანგეთის პრემიერს მის გადაყენებას სთხოვდნენ. საპასუხოდ, ფრანგულმა გაზეთმა „WOLTAIRE“ (ვოლტერმა) ბისმარკისა და მოლტკეს გადაყენება მოითხოვა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ოსმალეთის დიდ ვეზირს თავისთან ბულგარეთის სარეგენტო მთავრობის წარმომადგენლები: დ. რიკულკოვიჩი და დ. ცანკოვი ჰყავდა მიწვეული.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კიოლნიშე ცაითუნგს“ ვენიდან ბულგარეთის საქმის გადასწყვეტად ოსმალეთში მიწვეული ელჩებისა და დეპუტაციის გარიგების ჩაშლის შესახებ დეპეშით აცნობეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთი „მოსკოვსკიე ვედმოსტი“ ევროპის ამბებს დიდი ყურადღებით ადევნებდა თვლს და ეჭვით უცქერდა ბისმარკის პოლიტიკას.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში, კომპოზიტორმა დეკერშენკმა დადგა ოპერა „ჰაჯი მურატი“, რომელმაც დიდი მოწონება გამოიწვია, განსაკუთრებით, კავკასიურმა ცეკვამ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ცნობა თბილისში შეშის გაძვირების თაობაზე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ (N25, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ცნობა თბილისში, ვერის ხევში, მიხაილოვისა და გოლოვინის გამზირზე, წყლის გაყვანის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N25 რედაქტორი, ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ დრამატული საზოგადოების ბალზე მოსალოდნელზე ნაკლები ხალხი მივიდა, მაგრამ საღამომ მაინც მხიარულად ჩაიარა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა ცნობა აკაკი წერეთლის ლიტერატურული მოღვაწეობის 30 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო საღამოს მზადების შესახებ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის გაზეთ „დროების“ ცნობით, მღვდელ მათე სუხიევს სურდა, თავისი ხარჯით შეენახა ეპარქიული საქალებო სასწავლებლის (იქ სწავლობდა მისი შვილიც) ერთი სტუდენტი. მას ასევე განზრახული ჰქონდა, თითო თუმანი შეეწირა სურამისა და ზემო ჭალის სკოლების გასადიდებლად.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N25) რუბრიკაში „ქართული თეატრი“ წერდა, რომ ბანკის თეატრში დავით აწყურელი წაიკითხავდა სცენებს დ. მაჩხანელის (ნადირაძე) თხზულებიდან „ძმური სიტყვა“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, თამარ ლეონიძისა, ნინა ლორის-მელიქოვისა, ნიკოლოზ ერისთავი (ტყვიაველი) და მიხეილ ცაგარელი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N25) წერდა, რომ ბანკის (არწრუნისეულ) თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „დაქცეული ოჯახი“ წარმოადგინა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ღირებულება ერთი წლით 9 მანეთსა და 50 კაპიკს შეადგენდა.