რეგისტრირებული ფაქტები2119
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ოლკოვის მამულში სოხუმიდან სამი ვერსტის დაშორებით მუშებმა ტყეში აღმოაჩინეს არქეოლოგიური ნაშთი ქვითკირის ნაგებობა, რომელიც სიგრძითა და სიგანით ერთი საჟენი იყო, იატაკი და ჭერი ქვითკირის ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაალ გურამიშვილი სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლაძეს სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირზოევი სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ვერის პირველ ნაწილში უსახელოს ქუჩაზე მდებარე ქვითკირის სახლი და 350 კვადრატული საჟენი მიწა, როლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გურამიშვილისა სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის სექტემბერში ილიკო კიკნაძემ ხარაგაულის ერთკლასიან სამრევლო სკოლას გაკვეთილების ჩასატარებლად საკუთარი სახლი და სადგომი დაუთმო.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქუთაისში, გაგარინის ქუჩაძე ერასტო კემულარიას სამკერვალო ჰქონდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში იარალოვისა და ალიხანოვის ქარხანაში ყურძნის დასაჭყლეტი პრესები იყიდებოდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ბ. სოკოლოვი თბილისში მდებარე საფეიქრო სახელოსნოს მფლობელი იყო.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 15 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოე მხეიძეს ქუთაისში სტომატოლოგიური კაბინეტი ჰქონდა, რომელშიც ავადმყოფებს ყოველ დღე იღებდნენ.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, ვერაზე, ნიკოლოზ ესტატეს ძე თარხნიშვილის ხე-ტყის ქარხანა და შეშის საწყობი ფუნქციონირებდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყაზაროვის ფურნეში აღმოაჩინეს 7 თვის უმად გამომცხვარი პური, რომელიც ნავთლუღის მოხუცთა თავშესაფარში იყო გაგზავნილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 1-ლი მაისიდან თბილისის საადგილმამულო ბანკი ცლიდა თავის ოფისს, რომელიც სოლოლაკის ქუჩაზე კ. გრუზინსკის სახლში მდებარეობდა. სახლის ქირაობის ახალი მსურველები ბანკის გამგეობაში უნდა მისულიყვნენ პირველის ნახევრიდან ორის ნახევრამდე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 მარტს ნინო სერბინოვის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრომ ჩააქრო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თეიმურაზის ასული გედევანოვის სახლი, რომელიც ბარიატინსკის ქუჩაზე მდებარეობდა, დაზიანებული იყო და პოლიციამ ქალაქის გამგეობას სთხოვა შეემოწმებინა რამდენად უსაფრთხო იყო საცხოვრებლად.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მანუახა მარდახის ძე მოშიაშვილისას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში. გელათის ქუჩაზე. მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 57 კვადრატული საჟენი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 მარტს ივანე იაგორის ძე ფითოევს სახლიდან მოპარეს 400 მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭედი.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ტარასი ვახუშტის ძე აბაშიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ზედა-საქარასა და ქვედა-საქარას მდებარე 21 დესეტინა და 2000 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მამუკა კოსტას ძე თურქიას ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ვაგზლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგიმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ორპირის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის სახლი, ერთი ერთსართულიანი, მეორე ორსართულიანი და 312 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიგო მახარობლის ძე ვარდანაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგიმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ნემეცის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 15.42 კვადრატული საჟენი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ყოვედღიური გაზეთი „კასპი“, რომელსაც ბოლდირევა ბაქოში გამოსცემდა, ნავთობით მოვაჭრე ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა შეისყიდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

