რეგისტრირებული ფაქტები18805
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას საუკეთესოდ ჰქონდა ბიბლიოთეკა და მუზეუმები მოწყობილი, რისთვისაც თანხაც კმაროდა და არ იყო საჭირო საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაეცა მუზეუმების მართვა-გამგეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო მუზეუმების არა გაერთიანების, არამედ გაყოფის პირობებს აყენებდა, საზოგადოება კი სთავაზობდა თანაბარი ხმის უფლებითა და ორმხირვი აქტიური მონაწილეობით გაეერთიანებინათ მუზეუმები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გაეერთიანებინათ მუზეუმები საზოგადოებასა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო, დაერქმიათ „ქართული მუზეუმი“ და ერთობლივად აერჩიათ გამგე და რევიზორები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს წარმომადგენლების მიერ არჩეულ მუზეუმების გამგესა და რევიზორებს საქმეების ანგარიში უნდა წარედგინათ საერთო კრებაზე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ ქართველებს ერთი ქართული მუზეუმი უნდა ჰქონოდათ. მისი აზრით, საზოგადოებასა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს უნდა გაეერთიანებინათ მუზეუმები, მათ წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ და ერთობლივი ძალით წარმატებასაც მიაღწევდნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ განაცხადა, რომ მუზეუმში განთავსებული იყო ქართველებისთვის ძვირფასი წიგნსაცავი და ეს საუნჯე საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის არ უნდა გადაეცათ. მისი საქმე მხოლოდ ისტორიული ნივთების შენახვა და დაცვა იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე „ამერიკული აუქციონი“ მიჰყავდა ახალგაზრდა პოეტს პაოლო იაშვილს, რომელიც სტუმრებს იუმორისტული ექსპრომტი კუპლეტებით აგულიანებდა და ამხნევებდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ მუზეუმებზე ზრუნვა ბევრ დროს, ენერგიას, ხარჯს მოითხოვდა და კარგი იქნებოდა თუ მათ მართვა-გამგეობას საზოგადოება საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს გადააბარებდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილმა განაცხადა, რომ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო იყო სპეციალური ორგანო, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა მუზეუმებისთვის და ამიტომაც საზოგადოებას უნდა გადაებარებინა მისთვის მუზეუმი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, შუადღეს, 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში, როცა საქმე ჰქონდა ევგენი გეგეჭკორი ყოველთვის მოდიოდა მასთან, მაგრამ ამჯერად სამინისტროში მისვლა ამჯობინა, რადგან თათბირისთვის დიდი რუკები სჭირდებოდათ და საქმისთვის იქ მისვლა უფრო მოსახერხებელი იყო.