საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოსაცემად წარმოდგენილი თარგმანები ალექსანდრე ივანოვის „ცა და დედამიწა“ და ნიკოლოზ ლესკოვის „მშვენიერი აზა“ სარეცენზიოდ გიორგი იოსელიანსა და ექვთიმე თაყაიშვილს გადასცეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 19 აპრილის შემდეგ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ განხილული იყო ივანე მაჩაბლის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წინარეხის სკოლის კურსდამთავრებული რვა მოსწავლის წიგნებით დაჯილდოება გადაწყვიტეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა ლატარეის გასამართად თანხის გამოყოფის შესახებ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 11 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დასასრული რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ყოფნის გამო დიმიტრი სტაროსელსკის დაკრძელვას ვერ დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძის თბილისში არყოფნის გამო დაგვიანებით გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის ხელმოკლე მოსწავლეთა შემწეობისთვის მოწვეულ თავადაზნაურთა კრებაში და აირჩიეს კომისიაში, რომელსაც ევალებოდა შეემუშავებინა სათავადაზნაურო სკოლის მიმართულების საკითხი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტის საპატივცემულო სადილზე, რომელიც პირველ ივნისს გაიმართებოდა რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა ქართველი მოღვაწეები მიიპატიჟა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა თბილისის საადგილმამულო- სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის მანძილზე კიდევ დაეტოვებინათ მამებისთვის თავიანთი საარჩევნო ხმების შვილებისთვის გადაცემის უფლება.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ციფრებით აჩვენა ბანკის მოგების მაჩვენებლები განვლილი ცხრა წლის მანძილზე და განაცხადა, რომ 60-70 ათასი მანეთის ზარალი არაფერი იყო 350 000 მანეთის მოგებასთან შედარებით, რომელიც ბანკმა მოიტანა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისის გაზეთ „დროებაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრების ანგარიში დაიბეჭდა, რომელშიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის ვრცელი სიტყვა სარევიზიო კომისიის ანგარიშთან და ბანკის არსებობის ცხრა წლის მანძილზე მის მუშაობასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისს ილია ჭავჭავაძე 3 დღით კახეთში გაემგზავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 მაისს თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში გაიხსნა საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის ზედამხედველობა დაწესდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძემ თარგმნა დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 მაისის გაზეთ „დროებაში“ თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ნაპოლეონ ამატუნის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ 1877 წლის პირველი იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება მისცა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსს ყაზბეგში შემოწირულობების ყუთის დადგმაში დახმარებისთვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მარტს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძესთან ერთად ბანკის წლიური ანგარიში დაამტკიცა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილთან ერთად დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლოს“ წარმოდგენას დაესწრო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25-26 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. კრებაზე 1876 წლის საქმიანობის ანგარიში და ბანკის წესდების ცვლილების პროექტი განიხილეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885-1888 წლებში ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილმა შექმნა ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიული გუნდი „ქართული ხორო“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბესარიონ ლომინაძეს, ბესარიონ ნიჟარაძესა და ვასილ ბიბილაშვილს მადლობა გადაუხადეს ხელნაწერი წიგნის, სვანეთში ნაპოვნი ორი ისრისა და ორი ხელნაწერი რვეულის გადაცემისთვის.