რეგისტრირებული ფაქტები18799
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მაღალშემოსავლიანმა განყოფილებამ საერთოდ არ გადაიხადა საპროცენტო გადასახადი ან უფრო ნაკლები გადაიხადა, ვიდრე დაბალშემოსავლიანმა განყოფილებამ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო გამგეობას განყოფილებებისთვის გარკვეული ოდენობის, თუნდაც 10 % ყოველწლიური გადასახადი განესაზღვრა, რათა მას შემოსავალი ჰქონოდა და საჭიროების შემთხვევაში სხვა განყოფილებებს დახმარებოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ განყოფილებებისთვის საპროცენტო გადასახადი 5 % არ დააწესა, რადგან დაბალი პროცენტით გამგეობის შემოსავალი შემცირდებოდა და იგი ვეღარ შეძლებდა დაბალშემოსავლიანი განყოფილებების დახმარებას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების განყოფილება შეკრებდა და დახარჯავდა საწევრო გადასახადს, სხვადასხვა შემოსავალს და წლიური შემოსავლიდან გამოყოფდა 10 %-ს, რასაც გაუგზავნიდა გამგეობას საერთო ხარჯების დასაფარად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა წიგნებისა და სახემძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანოს წევრები თუ ვერ შეთანხმდებოდნენ რომელიმე საკითზე, მათზე ზემდგომი ხელმძღვანელები ერთობლივად მოაგვარებდნენ პრობლემებს. მსგავსი პირობები 1911 წელსაც ჰქონდა წარმოდგენილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციას კერძო პირებისთვის უნდა შეეკვეთა სხვადასხვა წიგნები, ჰონორარზე შეთანხმებოდა, ავტორისაგან მიღებული წიგნები ჯერ თვითონ უნდა შეემოწმებინა, შემდეგ კი – განსახილველად გამგეობისთვის წარედგინა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, წესდების მე-10 მუხლი ჩაესწორებინათ შემდეგი შინაარსით: ნამდვილ წევრად ჩაითვლებოდა ის პირი, რომელიც ყოველწლიურად შეიტანდა ერთდროულად არანაკლებ 20 მანეთს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანო დაადგენდა მართვა-გამგეობის წესებს და ჩააბარებდა ანგარიშს საზოგადოებისა და საბჭოს ხელმძღვანელებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ განაცხადა, რომ წინა წლის დეკემბერში, როცა თბილისიდან იხიზნებოდა ხალხი, საზოგადოების ყველა წევრი ქვეყნის საგანძურის გადამალვას ცდილობდნენ, მაშინ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილს სურდა მუზეუმი რუსეთში გადაეტანათ და ვერ გადაარწმუნეს იგი თავად ღამბაშიძემ და ივანე ჯავახიშვილმა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე გადაედოთ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზუემების გაერთიანების საკითხი. მისი აზრით, სჯობდა მშვიდობიან პირობებში განეხილათ ეს საქმე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი იესეს ძე ცინცაძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმები არ გაერთიანებულიყო, რადგან ომის პირობებში ორივე დაწესებულება ცალ-ცალკე უკეთ უპატრონებდა თავის საგანძურს.