რეგისტრირებული ფაქტები18799
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებს გააცნო ის მიზეზები რის გამოც დაიძაბა ურთიერთობა მთავარ გამგეობასა და ქუთაისის განყოფილებას შორის.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებმა გამოთქვეს საყვედური, რომ მთავარმა გამგეობამ დახმარება არ გაუწია მათ დასაბეჭდად გადაეტანათ სახელმძღვანელოები მთავარი გამგეობის სტამბაში.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა დავით კარიჭაშვილმა მთავარ გამგეობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება ქუთაისში ჩატარებული რევიზიის შესახებ, რომელშიც ძირითადად საუბარი იყო განყოფილების შემოსავალ-გასავლის დავთრების არასწორად წარმოებაზე, დაკისრებული პროცენტის გადაუხდელობაზე და ბიბლიოთეკა-სამკითხველოების არასათანადო მუშაობაზე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებმა სთხოვეს ეშუამდგომლა მთავარ გამგეობასთან, რომ გადაეცათ განყოფილებისათვის კოსტავას ნაანდერძევი 100 თუმანი და შემდეგ მთავარ გამგეობას მიეღო ეს თანხა საპროცენტო ვალის ანგარიშში.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ წერილობით შეატყობინა სამტრედიის განყოფილებას, რომ საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრება 29 აპრილს გაიმართებოდა და ასევე სთხოვა დროულად გაეგზავნათ 1916-1917 წლის მოქმედების ანგარიში მათი განყოფილების რწმუნებულთა სიასთან ერთად.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე და ბევრი ინფორმაციით დატვირთული ისტორია გერმანიის სახელმწიფოს შესახებ, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის გერმანიის სახელმწიფოს შესახებ ზოგადი ცნობებისა და ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ისურვებდა მას ისევ თბილისში გაეგრძელებინა მუშაობა, იმედოვნებდა, რომ მომავალში მისთვისაც უფრო ადვილი და საინტერესო იქნებოდა საქართველოში ცხოვრება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას დანიშნავდა საქართველოს ლეგაციის უმაღლეს კომისრად, ეს შეიძლება ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში ვინმეს გაეპროტესტებინა, მაგრამ თუ სხვას მოავლედნენ მის თანამდებობაზე ქართველების ხმამაღალი პროტესტი მოჰყვებოდა.