რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თომა მთავრიშვილის თხოვნა კრედიტის 10000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. მას გახსნილი ჰქონდა 2000 მანეთის კრედიტი. გამგეობის გადაწყვეტილებით, მთავრიშვილს კრედიტი 5000 მანეთამდე უნდა გაზრდოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვიკტორ ასათიანის თხოვნა ინგოროყვას მიერ შემუშავებული ნომენკლატურით სარგებლობის შესახებ. ასათიანს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის რუკის შედგენა. გამგეობამ ასათიანს ნება დართო ინგოროყვას მიერ შემუშავებული ნომენკლატურა საზოგადოების კანცელარიაშივე გადაეწერა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს თხოვნა ვლადიმერ გობეჩიას ნეშთის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა გობეჩიას ნეშთი პანთეონში, კიტა აბაშიძის საფლავის გვერდით დაეკრძალათ და შეემუშავებინათ საერთო სახელმძღვანელო გეგმა მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს უნივერსიტეტთან არსებული „სამეცნიერო წრის“ სატერმინოლოგიო სექციის თხოვნა საზოგადოების მუზეუმში დაცული სხვადასხვა ხელნაწერის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობამ სატერმინოლოგიო სექციის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზდანოვიჩის ნაანდერძევი სახლის გაყიდვის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა საკითხის განსახილველად ანდერძის ნების აღსმრულებლებისთვის შეტყობინება გაეგზავნა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამის მახლობლად ტყის პირას გაშლილი იყო 31-ე და 34-ე თეთრი კარვები ავადმყოფებისათვის. აქედან ერთ-ერთი კარვის გადატანას გორში აპირებდნენ, ხოლო მეორესთვის ახალი სახლი უნდა აეშენებინათ ზამთარში ავადმყოფების შესაფარებლად.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ უგზავნის 50 მანეთს თებერვლისა და მარტის ხელფასის ანგარიშში, ხოლო 10 მანეთი მისცეს ქალს, რომელმაც წარმოადგინა ჯორჯაძის წერილი ერთი თუმნის გადაცემის შესახებ. ჯამში მას ექნება მიღებული 60 მანეთი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის თებერვალში თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს შემდეგ ნივთებს: 150 ცალი სამხაზიანი რვეული ქართული წერისათვის, (ორხაზიანი მეშველი ხაზით), 10 ცალი ერთხაზიანი რვეული, 1 კოლოფი კალმები, მაგრამ სხვანაირი და არა ადრე გაგზავნილი. ის სწერს, რომ ეს ნივთები ძალიან საჩქარო არ იყო და ამიტომ მამა პართენ ცაგარლისთვის გაეტანებინათ.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, რომელშიც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. მეფე გიორგის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ.

