საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ინვარში ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ ორგანიზებულმა ჟიურიმ დაადგინა არქიტექტორ ტერ-მიქელოვის მიერ შესრულებული 100-რუბლიანი ბონის ნახატი. ბონის ერთ მხარეს იყო წარწერა „100 რუბლი", „გაყალბება მკაცრად ისჯება", მეორე მხარეს – იგივე წარწერა ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა მიტროფანე ლაღიძის წერილი თედო სახოკიას რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ. 

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დომენტი თომაშვილის მოთხრობის „ქაჯი“ I-III თავები დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე სუმბათაშვილს მოსკოვში დეპეშით შეატყობინა, რომ თეატრში სეზონი მისი პიესით, „ღალატით“ გაიხსნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით კახელის წერილი „პროკრუსტის რეფორმა (მიწის მიმღებ კომისიების მოღვაწეობა)“.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 ნოემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აკადემიკოსმა ვლადიმერ ივანეს ძე მოშკოვმა გამოსცა რუსეთ-სპარსეთის ომისადმი მიძღვნილი სურათების ალბომი, რომელიც კავკასიის მხარის ბევრმა მცხოვრებმა გამოიწერა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ბერლინში გერმანულ ენაზე გამოიცა მიხაკო წერეთლის წიგნი „Das neue Georgien“ (ახალი საქართველო).

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ი. შოსტენკოს კრიტიკა, რომელიც ეხებოდა იმავე გაზეთის მესამოცე ნომერში დაბეჭდილ სტატიას „შეცდომები კავკასიის მხარის გეოგრაფიულ აღწერილობაში“. შოსტენკოს თქმით, სტატიაში რედუტ-კალეს ნავსადგური მოხსენიებული იყო იმერეთში, თუმც იმერეთის არც ერთი ნაწილი ზღვაზე არ გადიოდა და არც ნავსადგური რედუტ-კალე არსებობდა იქ, არამედ – სამეგრელოში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ომები სომხებთან“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა სოლომონ იორდანიშვილის წერილი „რუსული ავადმყოფობა და ქართველი სტუდენტები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ შემოკლებით გამოქვეყნდა სამხედრო სამინისტროს გერმანელი მრჩევლის, გრაფ ვოლფსკელის მოხსენება „ქართული ჯარის ორგანიზაციის შესახებ“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა და ჩვენი პარტია“ (III ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „ოსმალეთთან შეთანხმება 1914 წელს“ („საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ ისტორიიდან).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ჩვენი პარტიის ორგანიზაციისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა არტურ ლაისტის წერილი „საერთაშორისო კონგრესი თუ ტრიბუნალი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნაწყვეტი მიხაკო წერეთლის წიგნიდან „Das neue Georgien“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ი. დიდიძის წერილი „არტილერისტის ფიქრები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა იოსებ გრიშაშვილის წერილი „ძველი თფილისი და საიათნოვა“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს კონსტანტინე თავართქილაძის ახალი წიგნი გამოიცა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ავქსენტი ცაგარლის „დრამატული თხზულებანი“ გამოიცა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 5 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს 1948 წლის „დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან“ საჭირო მასალის ამოღება და გერმანიაში გადაგზავნა შესთავაზა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „ირაკლი წერეთლის „ფინანსიური მოსაზრებანი“, რომელშიც განიხილავს ირაკლი წერეთლის განცხადებას ჯარის დაფინანსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ეროვნული ომი (ნაციონალისტის მრწამსი)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „პარტიის კონფერენცია“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს გიორგი ვეშაპელმა ბათუმში ლექციაზე წაიკითხა მოხსენება „ეროვნული ომი (ნაციონალისტის მრწამსი)“.