საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2122

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიგო მახარობლის ძე ვარდანაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგიმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ნემეცის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 15.42 კვადრატული საჟენი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ყოვედღიური გაზეთი „კასპი“, რომელსაც ბოლდირევა ბაქოში გამოსცემდა, ნავთობით მოვაჭრე ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა შეისყიდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ღვინის სარდაფი „იყალთო“ თავად გიორგი მაყაშვილსა და ლუარსაბ მაყაშვილს ეკუთვნოდათ.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის აგვისტოში ვიშნევეცკის მამული ლიდია კლიმოვას ეკუთვნოდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტერ-სარქისოვს თბილისში, „სასახლის ნომრების“ ეზოში, სავაჭრო დუქანი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტაგიევმა ბაქოს მაზრაში მეურნეობისა და ბაღოსნობის სკოლა გახსნა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზინოვი შუვალოვს კავკავში სტამბა ჰქონდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იესე ბარათაშვილი ფლობდა საკუთარ სახლს თბილისში, ოლღას ქუჩა N20-ში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მანთაშოვი შუა ბაზარში ალექსანდრე მანთაშოვის სახლებში ფლობდა ტყავის საწყობებს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პარუნბეგოვი თბილისში ფლობდა ქარვასლას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პროფესორმა ოსტროუმოვმა სოხუმში იყიდა მიწა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სანატორიუმი უნდა აეშენებინა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს ა. მ. ვართანოვს სავაჭრო სახლი ჰქონდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 1-ლ დეკემბერს რომანოზ ქაიხოსროს ძე მახარაძემ ქუთაისში ზამთრის ფართლეულის მაღაზია გახსნა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ა. ი. ორბელს სტომატოლოგიური კაბინეტი სოლოლაკში, საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს ნიკოლოზ ბოზარჯიანცს თბილისში თამბაქოს ქარხანა ჰქონდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს ონისიმე ბაბუნაშვილს ქუთაისში სამიკიტნო ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანდრიასოვს ვორონცოვის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს ჭურჭლის მაღაზია ჰქონდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს პელაგია ჯინორიძის ორსართულიანი ქვის სახლი ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში იყო დაგირავებული.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ სოლომონის ასულ კოპაძე-კვეზერელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში დავიდოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვის სახლი 116 საჟენი მიწით, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე პავლეს ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა გორში მდებარე წისქვილი და სადგური 5610 საჟენი მიწით, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ოლგას ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვიტკირის სახლი ორი ფლიგელითა და შენობით. ასევე 321 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის სახლი ერთსართულიანი ფლიგელითა და სარდაფით, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ველიამინოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 704 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ათანასე ლიპარტის ძე ვახვახოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თელავში მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი ეზოთი, ასევე 103 საჟენი და 3 არშინი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.