რეგისტრირებული ფაქტები18799
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უკვირდა კარგად რომ გადაიტანა გაუთავებელი მგზავრობები დეკემბრიდან იანვრამდე – ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი, ალექსანდროპოლი, ასევე, ბანკეტები და საზეიმო გამოსვლები. მგზავრობისას უსიამოვნო ამინდები დაემთხვა, ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი 26 ნაწილისაგან შედგებოდა. თითოეულს დაუმუშავებელი ლალი ამშვენებდა. მუქი ლურჯი მინანქრის ყვავილის შუაგულში, ნაწილებს შორის და გვერდით, ამობურცულ ოქროში ორი მარგალიტი იყო ჩასმული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარ ჯვარს გარშემო ლურჯი მინანქარი ჰქონდა შემოვლებული და მასიური ოქროს თვლით იყო ნაკეთი. ჯვრის ზემოთ მტრედის გამოსახულებით, მოზრდილი, დაუმუშავებელი ლალის თვლით. ჯვარი მტრედზე იყო ჩამოკიდებული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი – ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში მთლინობაში შეიცავდა 30 მოზრდილ ლალს, სამოც მარგალიტსა და ხუთ ბრილიანტს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისაგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამის მსგავსი სამკაულები მხოლოდ უძველეს ოჯახებში იყო შემორჩენილი და მათი საყიდლად შოვნა ძალიან რთული იყო, თუმცა გრანდიმ იპოვა მსგავსი ნამუშევარი, რომელიც ასორმოცდაათ ფუნტზე მეტი ღირდა (150 000 რუსული რუბლი).
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისაგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი უამრავი ადამიანის შემოწირულობით იყო ნაყიდი. ბევრმა დიდი მსხვერპლი გაიღო საჩუქრისთვის, რადგან ძალიან ჭირდა ცხოვრება და რუბლის ფასი მეასედიც არ იყო ადრინდელთან შედარებით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბევრმა ისეთმა ადამიანმა გამოუგზავნა წერილი, ვინც ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო მისი ნახვა. როგორც ჩანდა, საჩუქრის გადმომცემ სტუმართა რიცხვი და ვიზიტის ხანგრძლივობა თავად შეამცირეს, რომ მისთვის დრო არ წაერთმიათ და არ შეწუხებულიყო.