რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკში სესხად აღებული თანხის სარგებელი 25 მანეთი და 83 კაპიკი შეიტანა. ხელს აწერენ: ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1854 წელს კონსტანტინე დადიშქელიანს ქუთაისის გუბერნატორის – ალექსანდრე გაგარინის მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1854 წელს სვანეთის სამთავროს გაუქმებისა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვასთან დაკავშირებით კონსტანტინე დადიშქელიანმა იმერეთის გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი თავის სამ მსახურთან ერთად მოკლა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომსაქართველოს მთავარმმართებელმა როზენმა ციოყ დადიშქელიანის ერთგულების შესამოწმებლად სვანეთში ვამეხ დადიანი, გიორგი აფაქიძე და მღვდელი დავით ქობულოვი გააგზავნა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1834 წელს სვანეთის მთავარმა ციოყ დადიშქელიანმა და მისმა ოჯახმა ქრისტიანობა მიიღო. მათთან ერთად 2000 ოჯახი მოინათლა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1833 წელს დიგორხან დადიშქელიანი პოდპოლკოვნიკ ბესო გელოვანთან, პროპორშიკ ალექსანდრე თარხან-მოურავთან და ივანე ფალავანდიშვილთან ერთად სვანეთში დაბრუნდა. მათი თანდასწრებით ციოყ დადიშქელიანს რუსეთის მთავარმმართებლისთვის ერთგულების ფიცი უნდა მიეცა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1832 წელს სვანეთის მთავრის ციოყ დადიშქელიანის დედა დიგორხანი თავის მირეწლოვან შვილ ბექირ-ბეისთან ერთად საქართველოს მთავარმმართებელ როზენთან მივიდა და ქვეშევრდომობა სთხოვა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ სვანეთი სამ ნაწილად იყოფოდა: სათავადო სვანეთი, რომელსაც დადიშქელიანთა გვარი ფლობდა, სადადიანო – ეკუთვნოდა სამეგრელოს მფლობელებს და თავისუფალი სვანეთი, რომელიც 11 საზოგადოებად იყოფოდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 3; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გაიოზ რექტორის ინიციატივით 1796 წელს რომანოზ ზუბაშვილის ქართულ სტამბაში (მოზდოკში) „ქართული გრამატიკა“, და „ლოცვანი“ დაიბეჭდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 3; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გაიოზ რექტორის ინიციატივით 1796 წელს რომანოზ ზუბაშვილმა მოზდოკში ქართული სტამბა დააარსა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1786 წელს პეტერბურგში ქართველი ეპისკოპოსის გრ. ხარჭაშნელის მიერ ქართული სტამბა გაიხსნა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1767 წელს მთავარეპისკოპოს სამებელის მიერ მოსკოვში დაარსებულ სტამბაში (დაარსდა 1761 წელს) „პარაკლისი“ დაიბეჭდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1762 წელს მთავარეპისკოპოს სამებელის მიერ მოსკოვში დაარსებულ სტამბაში (დაარსდა 1761 წელს) „დაუჯდომელი“ დაიბეჭდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1765 წელს მთავარეპისკოპოს სამებელის მიერ მოსკოვში დაარსებულ სტამბაში (დაარსდა 1761 წელს) „დავითნი“, „ლოცვანი“ და „ჟამნი“ დაიბეჭდა.

