საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლიდან იოსებ გედევანიშვილი რუსეთის საიმპერატორო ჯარში მსახურობდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

აუცილებელი პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 1926 წლის სექტემბრიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, ზაქარია ბაქრაძე მე-18 ქვეით პომორსკის დივიზიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან ზაქარია ბაქრაძე ცხოვრობდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ - პოლონეთში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებთან და გენერალიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად ზაქარია ბაქრაძემ დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ბაქრაძე სომხეთ-საქართველოს და რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომებში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 აპრილს ზაქარია ბაქრაძე საქართველოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა გიორგის ორდენების ისტორიაში იგი უკანასკნელი ქართველი კავალერისტი იყო 1769 წლიდან და ერთადერთი I მსოფლიო ომის დროს, ვინც დაიმსახურა ამ ორდენის ეს ხარისხი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 ნოემბერს ზაქარია ბაქრაძე დააჯილდოვეს წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 აპრილს ზაქარია ბაქრაძე დააჯილდოვეს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 ნოემბერს ზაქარია ბაქრაძემ ელვისებური შეტევით სძლია მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეს და ტყვედ აიყვანა ავსტრიელთა ბრიგადის მეთაური, 10 ოფიცერი და 600 ჯარისკაცი. ხელთ იგდო აგრეთვე 4 ტყვიამფრქვევი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლიდან ზაქარია ბაქრაძე სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და სიმამაცისათვის, ქალაქ ლვოვის აღების დროს, 1914 წლის 31 დეკემბერს ზაქარია ბაქრაძეს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და მთავარსარდლის მიერ დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ზაქარია ბაქრაძე 54-ე მინსკის ქვეით პოლკში გადაიყვანეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-1901 წლებში ზაქარია ბაქრაძე რუსეთის არმიის ლაშქრობაში მონაწილეობდა ჩინეთში.

1890

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ბაქრაძემ თავისი სამხედრო კარიერა 1890 წელს თბილისის კადეტთა კორპუსში სწავლით დაიწყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში წარმოადგენდნენ ოპერას „აბესალომ და ეთერი“, მონაწილეობდნენ: მანდენოვა, ერმოლინსკაია, მაზოვეტკაია, ცინკი, კურჯი, სარაჯიშვილი, ვენაძე, ჭუმბურიძე, კურბატოვი, მოლოტოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 ოქტომბერს სენაკში ტიტე მარგველაშვილი წაიკითხავდა ლექციას „სოციალიზმი და ევროპის ეხლანდელი ეკონომიური მდგომარეობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 ოქტომბერს ფოთში ტიტე მარგველაშვილი წაიკითხავდა ლექციას „სოციალიზმი და ევროპის ეხლანდელი ეკონომიური მდგომარეობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთში ტიტე მარგველაშვილი წაიკითხავდა ლექციას „სოციალიზმი და ევროპის ეხლანდელი ეკონომიური მდგომარეობა“.