რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, საქართველოს დაპყრობის პირველ წლებში კოწია სამყურაშვილი თბილისში მუშაობდა როგორც ახალგაზრდებს შორის, ისე მუშათა წრეებში. დევნა დაუწყეს და ჭიათურის მაღაროს მუშებთან წავიდა სამუშაოდ და ორი წელი არალეგალურად ცხოვრობდა, რადგან ჩეკა დასაჭერად ეძებდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო ჭიათურის მაღაროს მუშის, ძველი სოციალ-დემოკრატის შვილი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო 26 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ამხანაგებთან ერთად პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან გამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, შემდეგ – ჭიათურაში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, იუსტინე (ნიკო) შარაშიძე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჯარში მსახურობდა და რესპუბლიკის თითქმის ყველა ომში მონაწილეობდა, სიმამაცეს იჩენდა, განსაკუთრებით – ბოლშევიკებთან ომში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, იუსტინე (ნიკო) შარაშიძე იყო 24 წლის, ღარიბი დედ-მამის შვილი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ფოკა კეკელიძე იყო 22 წლის, სტუდენტი, ღარიბი გლეხის შვილი, ობლობაში გაზრდილი, ნიჭიერი პოეტი, წერდა ფსევდონიმით ფოთო₾ი, მომზადებული ახალგაზრდა კარგად იყო ცნობილი გურიის ახალგაზრდობაში.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის გაზაფხულამდე გერასიმე ფირცხალაიშვილი ბათუმში ადგილობრივი ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში მუშაობდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია საოკუპაციო მთავრობის წინააღმდეგ. ამის გამო დევნა დაუწყეს და იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო სამუშაოდ.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილი საქართველოს დაპყრობიდან მოყოლებული ახალგაზრდების მოძრაობის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე იყო, ფხიზელი, დაუზარელი.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ალექსანდრე დოლიძე იყო ფერშალი, სოციალ-დემოკრატი, აღმოსავლეთ გურიაში კარგად ცნობილი, როგორც არალეგალურად მომუშავე.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის სექტემბრიდან პეტრე დოლიძე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მუშაობდა და არალეგალურად ცხოვრობდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს პეტრე დოლიძე გურიიდან დელეგატად გაგზავნეს საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის კონფერენციაზე.

