საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები5207

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სოფელ ვარციხის მოსახლეობა სამრევლო სკოლის დაარსებას საკუთარი შემოწირულობით ცდილობდა. ხალხის ნაწილი ერმალოზ გუმბერიძეს მრევლთან სკოლის მნიშვნელობაზე საუბარს სთხოვდა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქუთაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ანა ლორთქიფანიძე, თომა მთავრიშვილი, მელანია გველესიანისა, მარ. ყაუხჩიშვილისა და სხვები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ ანასტასია ბაქრაძე, ნინო ხელთუფლიშვილისა, კირილე ლორთქიფანიძე, მიტროფანე ლაღიძე და სხვები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე კრინიცკი, სამსონ ყიფიანი, ვასილ თუმანიშვილი და სხვები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ რაჟდენ კანდელაკი და იას. ქუთათელაძე, ხონში — კესარია ციციშვილისა და პოლიევქტო კიკალიშვილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ირაკლი ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის საბჭოს წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისში არსებულ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში 50 საწოლი იყო. კლინიკაში ქირურგიულ, თვალის, ნერვულ და ქალთა დაავადებებს მკურნალობდნენ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლიდან შალვა მაღლაკელიძე საფრანგეთში ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებს: „ორნატი“, „თეთრი გიორგი“ და „ქართლოსი“.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს გიორგი იაკობის ძე ცერცვაძე, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ჭიათურაში.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წლიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის მაისიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძემ არალეგალური მენშევიკური საქმიანობა დაიწყო.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თარხნიშვილი ახალქალაქის საქალებო სასწავლებლის დამხმარე საზოგადოების წევრი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავრობის ბრძანებულებით, დროებითი საგანგებო სასამართლოს წევრები იყვნენ: სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე, გ. ჩიჩუა, ილია გიორგის ძე ბადრიძე, დ. ტატიშვილი და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე სტ. ი. გულიშამბაროვის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. გულიშამბაროვი ტოვებდა საზოგადოებას.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინდელი ფოთში რუსეთის სავაჭრო ნაოსნობის შემწეობისთვის დაარსებული ფოთის საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ღოღაბერიძე ფოთში რუსეთის სავაჭრო ნაოსნობის შემწეობისთვის დაარსებული ფოთის საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დავითის ძე გურიელი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მისიონერთა განყოფილების წევრი გახდა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბერიძე წყნეთის საქალაქო სკოლის მოწაფე იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელია საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1914 წლის 1 იანვრის ანგარიშში დამატებულია წინა წლის წევრთა სიაში გამორჩენილი ორი პირი – სტეფანე ანტონის ძე კამპანიონი და ოლღა ტარიელის ასული შენგელია.