საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებულ ილია მოსეს ძე კიკნაველიძეს თბილისის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებული ილია მოსეს ძე კიკნაველიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გალობას ასწავლიდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ანტონ ჟორჟოლიანმა ჟენევაში საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვამ ჟენევაში საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ცხამში ლავრენტი წერეთლის მიერ დაარსებულ ერთკლასიან სამრევლო სკოლაში 50 მოსწავლე სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს მიხეილ აბრამიშვილი პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს იაკიმე კირთავა სტუდენტი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის 26 ოქტომბერს ქალაქის თვითმმართველობამ ქალთა პირველი გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეს, მანდენოვისას სტიპენდია დაუნიშნა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს განსაკუთრებულ დავალებათა ლეიტენანტი თეოდორე კარლოს ძე ვოლიანსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარ საბჭოში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ლეჟავამ მოსკოვის უნივერსიტეტის სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს მღვდელი ლეჟავა სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სერგო ევლახიშვილმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა, შემდეგ გალობას დაეუფლა მოსკოვში, ყორღანოვის სასწავლებელში, ბოლოს კი სწავლის გასაგრძელებლად მილანში გაემგზავრა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გლურჯიძემ და ჩიკვაიძემ თბილისის საბაღოსნო სკოლა დაამთავრეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს გ. მამალაძე ხაშურის გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს გ. სიხარულიძე ხაშურის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს პ. დოლიძე ხაშურის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ვ. სიხარულიძე ხაშურის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ვ. დუმბაძე ხაშურის გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ე. ჟღენტი ხაშურის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს მარიამ ვასილის ასული ზედგინიძე მესამე კლასის მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ბუია რატიანი სტუდენტი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვიქტორ დოლიძე კიევში სამუსიკო სკოლის დირექტორ ედ. ზიბერტისთან სწავლობდა ჭიანურზე დაკვრას.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ჯინჭარაძე თბილისის სასულიერო სემინარიის შეგირდი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სასულიერო სემინარიიდან აკადემიაში გზავნიდნენ მხოლოდ ერთ შეგირდს – ჯინჭარაძეს.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხული იყო.