საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17744

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-97 სასწავლო წელს თამარ ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის გამგე სოფელ თონეთში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს მღვდელი პართენ ცაგარელი სოფელ თონეთის სკოლაში საღვთო სჯულის გარდა გალობასაც ასწავლიდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს პართენ ცაგარელი მღვდლად მსახურობდა სოფელ თონეთში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 1-ელი ოქტომბრიდან პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე ქუთაისის სკოლაში ტანვარჯიშის მოწვეულ მასწავლებლად მუშაობდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან ნოე ქურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ქართულ სკოლაში მასწავლებლად მსახურობდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის წევრებად დაამტკიცეს ტიტულოვანი მრჩევლები – მერკურიევი და დიმიტრი ყიფიანი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დ. ს. წერეთელი ქუთაისის გიბერნიის მარშალი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გ. ი. კერესელიძე ფოთის სათადარიგო პოლკის პორუჩიკი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. კაპანაძე სვირის ყოფილი მამასახლისი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის მომიჯნავე წევრად ტიტულოვანი მრჩეველი თულაშვილი დაამტკიცეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ამბროსი ხვინგია ვაჭარი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსახური დატოვეს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის შემდეგმა წევრებმა: რაფიელ დავითის ძე ერისთავმა, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა, ა. ი. კობიაშვილმა, პავლე იოსების ძე ყიფიანმა და გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრმა ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილმა სამსახური დატოვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრმა, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახოვმა სამსახური დატოვა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გრიგოლ აბაკელია მთარგმნელად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსახური დატოვეს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის შემდეგმა წევრებმა: პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილმა, დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილმა, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვლადიმერ ნაცვლიშვილი მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს რაჟდენ ხვედელიძე მატარებელში კონდუქტორად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ თანამდებობა დატოვა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გრიგოლ ბარათაშვილი ნაფიცი ვექილი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენი დავითის ძე ებრალიძე ლანჩხუთის რაიონის საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე ფილიპეს ძე ფხაკაძე ოზურგეთის რაიონის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჰეიდარ-ბეგ შახტახტინსკი, თბილისის სამხარეო სასამართლოს უცროსი მოსამართლე, ნახიჩევანის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოცემული უმაღლესი ბრძანებულების მიხედვით, 1830 წელს მაიორი ყორღანოვი ბელგოროდის ულანთა პოლკში მსახურობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. კ. მაკარაშვილი საფილოქსერო დასების მთავარი ინსტრუქტორი იყო.