რეგისტრირებული ფაქტები33279
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 5 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა წერილი გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვლ მიხეილ ვორონცოვს ქუთაისის გუბერნიაში 27 მაისს ჩატარებული თავად-აზნაურთა არჩევნების შესახებ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პორუჩიკმა ივანე საველის ძე მიქელაძემ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა პაატა კაციას ძე წულუკიძემ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა დავით კაციას ძე წულუკიძემ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავად-აზნაურთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა გიორგი მერაბის ძე წულუკიძემ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა პაატა ზაალის ძე მიქელაძემ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ბესარიონ როსტომის ძე მიქელაძემ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებზე ოზურგეთის მაზრიდან მონაწილეობა მიიღო კოლეგიის მდივანმა დათა გიორგის ძე ერისთავმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ მხატვარი გიგო გაბაშვილი აპირებდა ილია ჭავჭავაძის პორტრეტის დახატვას და მის საიუბილეოდ ცოცხალი სურათების დადგმას „განდეგილიდან“, „მეფე დიმიტრი თავდადებულიდან“ და „გლახის ნაამბობიდან“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილე 23-24 მაისისთვის გადაიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძე ნათესავებისა და მისი მამულების გამიჯვნის პროცესზე დასასწრებად ყვარელში ჩავიდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ჟურნალისტ აბდულ მიქელაძის წერილი და მის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეკრებილი არქეოლოგიური ნივთები.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელ ნოემბერს ილია ჭავჭავაძესა და მის ნათესავებს შორის ყვარლის მამულების გაყოფის პროცესი დაიწყო და ჭავჭავაძეების საკუთრების, ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი შედგა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლობას 1879 წლიდან გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთების ნებართვის მისაღებად მიმართა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისს დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და ბესარიონ ღოღობერიძემ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის დასამტკიცებლად წარუდგინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი, რომელსაც 123 ადამიანი აწერდა ხელს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთზე გატარების საკითხი განიხილეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლაში თანამშრომლის ქოლერით დაავადების შემთხვევის გამო სწავლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს და მდგომარეობის დაწვრილებით შესწავლა გრიგოლ ვოლსკის დაავალეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ყიფიანმა დიმიტრი ყაზბეგს შესთავაზეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გამხდარიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კუნწულა ანუ მოთხრობანი მოზრდილ ყრმათათვის“ მაღაზიისთვის შეეძინათ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართული დრამატული საზოგადოების საწევრო შეიტანა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ოზურგეთსა და სენაკში გახსნილი მაღაზიებისთვის წიგნების ნისიად მიცემა გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ვალერიან გუნიას თხოვნა კალენდრის დასაბეჭდი კლიშეების გამოსაწერი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ივნისში გამოვიდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის მეორე ტომი, რომელშიც იყო მოთხრობები: „მგზავრის წერილები“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „გავსწორდეთ ბედო“ ვასილ ველიჩკოსეული თარგმანი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საგურამოში ქოლერის გავრცელების საფრთხე არსებობდა და გადამოწმება სთხოვა.

