რეგისტრირებული ფაქტები18792
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი იყო წიგნების საგამომცემლო და სასკოლო სექციებს შორის არსებული უთანხმოება და თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს სთხოვა შეეწყვიტათ ამ საკითხის განხილვა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია სახელმძღვანელო წიგნების გამოცემის საქმე მიენდო სასკოლო და არა საგამომცემლო სექციისთვის. გამგეობის წევრები თვლიდნენ, რომ საქმისთვის ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ დაიცვა შრომის განაწილების პრინციპი, როდესაც საგამომცემლო სექციას სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმე ჩამოართვა და სასკოლო სექციას გადააბარა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას ჰქონდა 300 მანეთი, რაც არ იყო საკმარისი სახალხო და საყმაწვილო ლიტერატურის შესაქმნელად და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასავრცელებლად.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს წიგნის ბეჭდვის ტექნიკურ მხარეზე არ უნდა ეზრუნათ, მაგრამ სანამ ეს საკითხი მოგვარდებოდა მანამდე საგამომცემლო საქმე ერთ-ერთ სექციას უნდა ჩაებარებინა.