საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19698

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2) დაიბეჭდა გიორგი თუმანიშვილის სატატია „ზემსტვო“, ანუ ერობა“, რომელშიც ავტორი აღწერს თვითმმართველობის როლს და სიკეთეს საზოგადოებაში: „არჩეული პირი საზოგადოების მსახურია, ყურადღებას აქცევს ყველა კანონდარღვევას. აქ კრიტიკა თავისუფალია და მოუფერებელი“ – წერდა ის.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2) დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“, ლორენცო ბენონის წერილები, თარგმანი ელენე მამულაშვილისა (გაგრძელება) და ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „ორ-ენა და ქუჩე“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 1; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) პუბლიკაციაში – „ევროპიელის აზრი ჩვენს ლიტერატურაზე“ განხილული იყო გერმანულ ჟურნალში „Fur Literatur des Jn und auslandes" (ჟურნალი ჩვენი ქვეყნისა და უცხო ლიტერატურისა) დაბეჭდილი არტურ ლაისტის წერილი „მივიწყებული ლიტერატურა“, რომელშიც ავტორი წერდა:„საკმაოდ მდიდარია ქართველების პოეზია, თუმცა აღმოსავლური კილო ეტყობა, მაინც გრძნობიერის მელოდიით გადმოსცემს საქართველოს ხალხის აწინდელ მდგომარეობას. უმთავრეს საგანს ამ ლექსებისას შეადგენს ჩივილი დაკარგულ დიდებაზე და იმედი უკეთესი მომავლისა.“

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 1; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) პუბლიკაციაში – „ევროპიელის აზრი ჩვენს ლიტერატურაზე“ განხილული იყო გერმანულ ჟურნალში „Fur Literatur des Jn und auslandes" (ჟურნალი ჩვენი ქვეყნისა და უცხო ლიტერატურისა) დაბეჭდილი არტურ ლაისტის წერილი „მივიწყებული ლიტერატურა“, რომელშიც ავტორი ჩვენი ქვეყნის და ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიაზე წერდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა პუბლიკაცია, რომელშც აღნიშნული იყო, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკს სესხების გაცემა დროებით უნდა შეეჩერებინა. ავტორი წერილში ხსნიდა კრედიტის პირობებსა და მნიშვნელობას.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ N1 დაიბეჭდა ელენე მამულაშვილის მიერ ნათარგმნი იტალიელი ავტორის, ლორენცო ბენონის (რუფინი) წერილები გენუის მცხოვრებთა ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ N1-ში დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის (იბეჭდებოდა მოჩხუბარიძის ფსევდონიმით) მოთხრობა „ციკო“, იოსებ ბაქრაძის „ამაო სიახლოვე“, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები და სტეფანე ჭრელაშვილის „ხილად“ (ახალი წლის გამო).

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მასწავლებლებს ჟურნალი მიეცემოდათ 5 მანეთად (ღირდა 7 მან.). მისი გამოწერა შეიძლებოდა ქუთაისში – ჭელიძის მაღაზიაში, თბილისში – შავერდოვის სააგენტოში, ალექსანდროვის ბაღთან, ბელოვის სახლში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა მეისნერის პროექტის (მეისნერის ამხანაგობა, ინვესტორთა ჯგუფი, რომელსაც სურდა ქართულ მეღვინეობაში ორმილიონ-ნახევარი ინვესტიციის ჩადება) პოლიტეკონომიკური მიმოხილვა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი „ისტორიული კილო“, რომელშიც ავტორი ქართულ პოეზიაში გრიგოლ ორბელიანის მიერ ისტორიული კილოს დამკვიდრების დიდ ღვაწლზე საუბრობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N12) დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის „ახ, ტურფავ, ტურფავ“, რაფიელ ერისთავის „სამზითვო“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ და ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“ (დასასრული).

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1883 წლიდან გაზეთს პედაგოგიური განყოფილება დაემატებოდა, ვინაიდან მსგავს თემაზე გამოცემა არ არსებობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 11; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. წერილში ავტორი წუხდა ქართული პიესებისა და იმ ფინანსების სიმცირეზე, რომელსაც დასი უნდა შეენახა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N11; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართული ენა აღარ ისმოდა ეკლესიებში, არ ისწავლებოდა სკოლებში. ასეთ სიტუაციაში ავტორს ქართული ენის გადარჩენის ერთადერთ ადგილად ქართული თეატრი მიაჩნდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 11) დაიბეჭდა ი. ბაქრაძის პოემა „საწყალი გიგა“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ და ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 3 სექტემბერს მიშა ქიქოძემ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეეტყობინებინა, ბახვში ჩასვლას როდის აპირებდა, რათა ის ოზუსრგეთის სადგურში დახვედროდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში ალექსანდრე ცაგარელი საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებრივ საკითხებსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივ ასპექტებზე წიგნს წერდა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 3 იანვარს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს თბილისში გაუგზავნა წერილი. სწერდა იქაური ბიბლიოთეკის შესახებ და ეკითხებოდა შვილის, ბიბი ქარცივაძის საცოლის მშობლების ამბავს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი წერს ქართული ეკლესიის მსახურთა გაუნათლებლობაზე და წუხილს გამოთქვამს სასულიერო სემინარიის სასწავლო კურსიდან დედა-ენის, საეკლესიო ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ამოღების გამო.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 11 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ შვილს, გოგი ქარცივაძეს ორჯერ გაუგზავნა წერილი, თუმცა პასუხი არ მიუღია.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 11 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ მისი ორჯერ გაგზავნილი 300-300 მანეთიდან ჯერ მხოლოდ ერთი ჰქონდა მიღებული.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი ქართველ სახელმწიფო მოხელეებს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის უცოდინრობის გამო აკრიტიკებდა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 20 თებერვალს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში ღია ბარათით შეატყობინა, რომ მიიღო ოჯახისგან გაგზავნილი 300 მანეთი და სთხოვა, მისთვის ვრცელი წერილი მიეწერათ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სამოქმედო/სააღებმიცემო თანხა ხმარდებოდა საზოგადოების წარმოებას, შედგებოდა საწევრო თანხებისაგან, ყოველწლიური მოგების 80%–ისაგან და შემოწირულობებისაგან. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სათადარიგო თანხის დანიშნულება იყო ზარალის დაფარვა და შედგებოდა ყოველწლიური მოგების 20%–ისაგან. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.