რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა გიორგი ზდანოვიჩის (იბეჭდებოდა გ. მაიაშვილის ფსევდონიმით) წერილი „საზოგადო მოღვაწეთა მიმართ“, რომელშიც ავტორი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერებს მოუწოდებდა, რომ „საზოგადოებრივი მოძრაობის დროს პირველად ხალხის ეკონომიკური ინტერესები უნდა ვიქონიოთ სახეში და მერე სხვა ინტერესებიც, რომელთაც ხალხი უთანაგრძნობს – პოლიტიკური და ნაციონალურიც“.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის პასუხი ნიკოლოზ ხუდადოვის წერილზე „ახალგაზრდობის მიმართულება“, რომელშიც ის ქართულ ენაზე მეცნიერების განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე საუბრობდა და აკრიტიკებდა ხუდადოვის აზრს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა წარსულშიც და აწმყოშიც იყო და არის ფიქცია.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ თბილისის თავადაზნაურთა კრებამ, რომელმაც პრიორიტეტად ქვეყნის განათლება გამოაცხადა 1000 თუმანი ერთხმად შესწირა თბილისის სათავადაზნაურო სკოლას, 100 თუმანი გამოუყო თელავისა და გორის ქალთა სასწავლებლებს (თითოეულს ცალ-ცალკე), ხანძრით დაზარალებულ სიღნაღის მაზრის მაცხოვრებლებს კი – 30-30 თუმანი.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N4-5; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკიდან „შინაური მიმოხილვა“ ვიგებთ, რომ თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწე თბილისის თავად-აზნაურთა საზოგადოება, ქართული დრამატული საზოგადოება და სხვ. ყოველი წლის გაზაფხულზე საზოგადოებას გასული წლის ანგარიშს აბარებდნენ.

