რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1) დაბეჭდილ სტატიაში „უძველესი თქმულებანი კავკასიაზე“ პეტრე უსლარი აღნიშნავდა, რომ აფხაზური და ოსური ენების დამწერლობისთვს ძირი ქართული ანბანი უნდა გამხდარიყო. პოლიტიკური მოსაზრების გამო ეს აზრი უარყვეს და აფხაზურ და ოსურ დამწერლობას საფუძვლად რუსული ანბანი დაედო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალი „ივერია“ სამი განყოფილებისგან შედგებოდა: ბელეტრისტული რომანები, მოთხრობები, პოემები, ლექსები (ორიგინალიც და თარგმნილიც), წერილები – ისტორიული, კრიტიკული, ეთნოგრაფიული, მოგზაურობა და სხვა, ქრონიკა – (შინაური მიმოხილვა), სამეცნიერო წერილები, თეატრი და ახალი წიგნები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისამ მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნა საზოგადოება „განათლების" წარმატებისა და მიღწევების შესახებ და ითხოვა დახმარებოდნენ ყოველწლიურად 3000 მანეთით. წერილს ხელს აწერდნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოება გაწევრიანებულიყო ახლად დაარსებული კავკავის სამეფინაცვლოს კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოების კავშირში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოსაწყობად გამოყოფილი ადგილის შემოსაღობად და დასამტკიცებლად შემოსავლის ნაშთიდან 205 მანეთი გამოეყოთ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოწყობის საკითხი მიენდოთ გამგეობისთვის, რომელსაც სპეციალური სამუშაო კომისია უნდა შეექმნა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

