რეგისტრირებული ფაქტები33279
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე მაჩაბლის წინადადებით გამგეობის თავმჯდომარესა და საქმეთა მწარმოებელს უფლება მიანიჭეს, აუცილებლობის შემთხვევაში თანხა გამგეობის თანხმობის გარეშე გამოეტანათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს პეტერბურგში გამოვიდა მელიტონ ბალანჩივაძის მიერ ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი რომანსის ნოტები. ტექსტი იყო ქართულ და რუსულ ენებზე. რუსული თარგმანი ეკუთვნოდა იაკობ ივაშკევიჩს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ გამოქვეყნდა ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „აჩრდილი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ რუსულად თარგმნისა და დასაბეჭდად გადაცემის შესახებ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 11 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართულ თეატრში დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლოს“ განახლებულ წარმოდგენას დაესწრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა პარმენ თვალჭრელიძის წიგნის „შალვას თავგადასავალი“ შეღავათიან ფასში შესყიდვის საკითხი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში თედო დავითის ძე ჟორდანიამ ექვთიმე თაყაიშვილს თავისი ხელნაწერი რვეულის მითვისებაში დასდო ბრალი.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად კავკასიის საცენზურო კომიტეტში შეიტანა განაცხადი. გაზეთი 1877 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გამოსულიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე სარაჯიშვილის მიერ გამოსაცემად წარმოდგენილი თურქულიდან თარგმნილი თხზულება „ძმა-მამალი“ სარეცენზიოდ გიორგი იოსელიანის, ალექსი ჭიჭინაძისა და იაკობ გოგებაშვილისთვის გადაეცათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს განცხადებით მიმართა, რომ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად 1891 წლის 28 დეკემბრიდან დროებით გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე დაენიშნათ.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის 19 თებერვალს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ჭავჭავაძის შვილებს, ილიასა და თეიმურაზს სახელმწიფოს ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან უშუამდგომლა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921-1945 წლებში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ემიგრაციაში საქართველოს სამუზეუმო განძს იცავდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა დროებით შეწყდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა მოხსენება თავისი მმართველობის შესახებ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში რუსმა პოეტმა მარია დავიდოვამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა კრებულის მიწოდებისთვის და გამოუგზავნა ლექსები და საკუთარი ნაშრომი მოცარტის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ზუბალაშვილს მუზეუმის ასაგებად საზოგადოებისთვის ადგილის შეწირვა სთხოვეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ილია ჭავჭავაძემ რუსეთიდან ინკუბატორი გამოიწერა და საგურამოში ქათმების მოშენება დაიწყო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 27 დეკემბერს დროებით შეწყდა ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის სამგლოვიარო პროცესიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში თბილისში გაიმართა ფოსტა-ტელეგრაფის ყრილობა, რომელიც 10 დღე გაგრძელდა და ძირითად განსახილველ საკითხს მომუშავე პირების არასათანადო ანაზღაურება წარმოადგენდა. პირველ და მეორე დღეს კრებას შალიკიანი თავმჯდომარეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თიანეთში ერობის ხმოსანთა პირველ ყრილობაზე გამგეობას დაევალა ჩაებარებინა ყოფილი სამაზრო-სასურსათო მაღაზიის ქონება და გასცნობოდნენ დოკუმენტაციას, მაგრამ ანგარიში ჯერ მზად არ იყო, რადგან ის გამოავლენდა ყოფილი კომისრის, ო. ლაცაბიძის მოქმედებებს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 4 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, ალექსანდრე საგინაშვილი, ივანე ორბელიანი, იასე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ, დიმიტრი და ილია ჭავჭავაძეეები, ნიკოლოზ და ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილები, რომელთაც დავით სუმბათაშვილი ხელმძღვანელობდა, რკინიგზის სადგურში გზათა მინისტრ კონსტანტინე პოსეტს დახვდნენ და კახეთის რკინიგზის პროექტის დაემტკიცება სთხოვეს.

