რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნება სურდა, თუმცა ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტი იხსნებოდა და გახსნის ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. ყველაფერი თუ კარგად წარიმართებოდა, კვირას თბილისში დაბრუნდებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უკვირდა კარგად რომ გადაიტანა გაუთავებელი მგზავრობები დეკემბრიდან იანვრამდე – ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი, ალექსანდროპოლი, ასევე, ბანკეტები და საზეიმო გამოსვლები. მგზავრობისას უსიამოვნო ამინდები დაემთხვა, ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი 26 ნაწილისაგან შედგებოდა. თითოეულს დაუმუშავებელი ლალი ამშვენებდა. მუქი ლურჯი მინანქრის ყვავილის შუაგულში, ნაწილებს შორის და გვერდით, ამობურცულ ოქროში ორი მარგალიტი იყო ჩასმული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარ ჯვარს გარშემო ლურჯი მინანქარი ჰქონდა შემოვლებული და მასიური ოქროს თვლით იყო ნაკეთი. ჯვრის ზემოთ მტრედის გამოსახულებით, მოზრდილი, დაუმუშავებელი ლალის თვლით. ჯვარი მტრედზე იყო ჩამოკიდებული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი – ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში მთლინობაში შეიცავდა 30 მოზრდილ ლალს, სამოც მარგალიტსა და ხუთ ბრილიანტს.

