რეგისტრირებული ფაქტები18761
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 3000 წევრზე მეტი არ ჰყავდა. მისი აზრით, გაცილებით მეტი წევრი ეყოლებოდა თუ ხალხს არ შეუქმნიდნენ დაბრკოლებას საზოგადოებაში გაწევრიანებულიყვნენ და განათლების გავრცელებაში მიეღოთ მონაწილეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წევრთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდებოდა. სოფლის მაცხოვრებლები მიხვდებოდნენ, რა მნიშვნელოვანი დაწესებულება იყო საზოგადოება და მასში გაწევრიანდებოდნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ უსაფუძვლო იყო პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის ბრალდება თითქოს საწევროს შემცირებას განზრახ ეწინააღმდეგებოდნენ, რათა ხალხი არ გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრები საწევროს შემცირებას პრინციპულად ყოველთვის ემხრობოდნენ, მაგრამ მხარს ვერ უჭერდნენ, რადგან ერიდებოდნენ საწევროს შემცირებით გამოწვეულ ცუდ შედეგებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, წესდების მე-10 მუხლი ჩაესწორებინათ შემდეგი შინაარსით: საზოგადოების კრება პირს ნამდვილ წევრად აირჩევდა ორი დამფუძნებლისა და ოთხი ნამდვილი წევრის წინადადების თანახმად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სამაგალითოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოების კანცელარიას, გამგეობის კრებებს, სექციებს და მისი თანამდებობიდან წასვლა დიდი დანაკლისი იქნებოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს გაიმართა საგანგებო კრება, სადაც გადაწყდა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის ეთხოვათ არ დაეტოვებინა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა.