საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არუთინ და ივანე მელქონის ძე არუთინოვების ახალციხის მაზრაში მდებარე 330 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ ტყეს.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წლიდან შალვა მაღლაკელიძე მეორე მსოფლიო ომში გერმანულ არმიაში საბჭოთა სახელმწიფოს ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა და ბევრჯერ იყო დაჯილდოებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას სთხოვა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგისთვის ეცნობებინა, რომ 3 ოქტომბრის N54 შუამდგომლობა დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სამინისტრომ არ შეიწყნარა. ხელს აწერენ მთავარგამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო სიმონის ასულმა ანდრონიკაშვილმა ბაკურციხის მოსახლეობას სკოლის ასაშენებელი ადგილი და 100 თუმანი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 3 მანეთად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ნასერ-ალ-დინის დასახვედრად ემზადებოდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის მცხოვრებ ღრმად მოხუცებულ ტასია ჯლანტიაშვილისას ახსოვდა ერეკლე მეფის ჯვრისწერა, იგი აცხადებდა, რომ დედოფალს ემსახურებოდა. ტ. ჯლანტიაშვილისა თავისი შთამომავლობის მეხუთე თაობას მოესწრო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში ხაშურში ზოლოტარიოვის სახლი გაქურდეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა ივანეს ასულ მაღალაშვილის, ალექსანდრე ივანეს ძე კეზელის, გიორგი, ალექსანდრე, ილია და ნიკოლოზ ივანეს ძე თარხან-მოურავებისა და მათი დის, ნინოს, გორის მაზრაში მდებარე 488 დესეტინასა და 220 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ივანეს ძე ციციშვილის ქვემო ნიჩბისში მდებარე 87 დესეტინასა და 906 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ ავალიშვილის ბრეთში მდებარე 66 დესეტინასა და 2100 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მატანსა და მარელისში მდებარე 650 დესეტინასა და 1250 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი და დავით ივანეს ძე ბარათაშვილებისა და მათი დების, მარიამისა და ბარბარეს, კამარლოში მდებარე 536 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია აბელის ძე ანდრონიკაშვილს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სიღნაღის მაზრაში მდებარე 800 დესეტინა სახნავი და საძოვარი მამულები, რომლებსაც ბანკი გადასახადების გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან გრიგოლ ორბელიანის ლექსები 50 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილს სამოილოვის ლუდხანიდან 22 თუმანი მოიპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის წიგნები მიიღო. წიგნი 204 ფურცლისგან შედგებოდა და 2 აბაზად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1 მაისს სერგეი ნიკიტას ძე ტრუბეცკოი თბილისიდან პეტერბურგში წავიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნ. თ. ჩოლოყაშვილმა საგარეჯოში მდინარე იორზე ხიდის გასაკეთებლად ასი თუმანი გაიღო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი, რომლის ცნობითაც სვიმონ გძელიევს „სიბრძნე ბალავარისას“ მეორე ეგზემპლარი ჰქონდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ამბროლაურის სკოლის პედაგოგმა ტ. გაჩეჩილაძემ ალექსანდრე ჯაყელს სკოლისთვის გაზეთ „ივერიის“ ნომრების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ყირიმელაშვილსა და ნესტორ ესებუას შორის ჭიდაობა თბილისში, იტალიის ბაღში, გაიმართა, და ნესტორ ესებუას გამარჯვებით დასრულდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილისა და ეკატერინე და თამარ ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილების კურდღელაურში მდებარე 114 დესეტინასა და 1490 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.