საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19332

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ქმრის გარდაცვალების გამო უსამძიმრებდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ჟურნალ „ჯეჯილის“ 1898 წლის N1 და N6 გაგზავნას სთხოვდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს, მეუღლის – გიორგი წერეთლის წიგნის, „ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ექსკურსის“ (რუსულ ენაზე) გაგზავნისთვის მადლობას უხდიდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 27 ივნისს მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს მოკითხვის წერილს უგზავნიდა და ქერჩში გადასვლის ამბავს ატყობინებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მატარებლების ძარცვა დაიწყეს. არსებობდა ეჭვი, რომ ისინი საზრვარგარეთ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. მთავარი მიზანი საქართველოს სუსტ ქვეყნად წარმოდგენა იყო, რომელსაც ინგლისელების წასვლის შემდეგ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება არ შეეძლო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში ქართველი კონსული და მუსლიმების წინამძღოლი დახვდებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისაკენ მანძილი 252 მილი იყო. თბილისში დაბრუნებისას 1000 მილი გამოუვიდოდა ნამგზავრი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში გემბანზე სიღრმისეული ბომბის აფეთქება ანახეს. ასეთ მექანიზმს ხშირად იყენებდნენ წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბათუმიდან დაბრუნება კომფორტული არ აღმოჩნდა. არც ნორმალური საწოლები ჰქონიათ, არც დასაბანი საშუალება და არც სხვა პირობები, რაც ჩვეულებრივ ჰქონდათ ხოლმე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან საფრანგეთის წარმომადგენლობის ვაგონით იმგზავრა. ის საკმაოდ განსხვავდებოდა იმ ვაგონისაგან, რომლითაც ჩვეულებრივ მგზავრობდა ხოლმე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით პარლამენტის საზეიმო სხდომა სამ საათს გაგრძელდა და მხიარული გამოვიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბევრი საქმე გამოუჩნდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სასწრაფოდ სთხოვა შეხვედრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ძალიან ცუდად ეძინა. მთელი ღამე საზოგადოებრივ საკითხებზე ფიქრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ახალგაზრდა ოფიცერს წერილი გაატანა პალმორის ეპისკოპოსთან, რომელიც ბალიოლში სწავლობდა მასთან ერთად და გასულ ზაფხულს ლონდონშიც შეხვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დადიანებთან გამართულ საახალწლო წვეულებაზე ცეკვა და მოლხენა შუადღემდე გაგრძელდა, ახალგაზრდებმა ქართულად და რუსულად მცირე პიესები წარადგინეს, თავად კი წვეულების ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოქსფორდის ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანმრთელობის სადღეგრძელო წარმოთქვეს, რის შემდეგაც ათი საათისთვის იქიდან დადიანებთან გაიპარა ვახშამზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დადიანებთან და იქ მყოფ სტუმრებთან ჩაი დალია. ამ ინგლისურენოვან ოჯახზე ადრეც უამბნია მისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ისპაჰანური ხალიჩების ყიდვა 120 ფუნტი დაუჯდა, მაგრამ ექსპერტებმა ძალიან შეაქეს. მათი აზრით, იმდენად ძვირფასი იყო, მიწის ქვეშაც შეიძლებოდა მათი შენახვა. ვაჭარმა შეთანხმების გასაუქმებლად 25 ფუნტი შესთავაზა მას შემდეგ, რაც ხალიჩა იყიდა. ამანათი თებერვლის დასაწყისისთვის ჩაუვიდოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა სტატია, სადაც აღწერილი იყო დედამისის, მამამისის, მარჯორისა და ტომის სტუმრობა ილია ჭავჭავაძის სოფლის სახლში 1896 წელს. სტატიის სათაურში ნახსენები იყო „ოლივერ უორდროპის ვიზიტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ბევრი საინტერესო სიტყვა წარმოთქვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთის წარმოამდგენლობასთან ჩაი დალია. სახლში დაბრუნებულს კი სიურპრიზი დახვდა – ამანათი ინგლისიდან, რომელიც არავინ იცის ვინ მიუტანა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ინგლისიდან გამოგზავნილ ამანათში იყო: წიგნი ფიშერის შესახებ, სამი ჰალსტუხი, ბევრი ცხვირსახოცი, ენდის მოზრდილი პორტრეტი, სამი ღია ბარათი ბავშვების ფოტოებით, ერთ-ერთს მისი უძვირფასესი სახე ამშვენებდა, ასევე წერილები ფარნ კოტეჯიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ოჯახის წევრების ფოტოების ცქერა დიდი სიამოვნება იყო, მაგრამ მისგან წერილს მოუთმენლად ელოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა შენობა გაანათებინა.