საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18203

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოდპორუჩიკი ორბელიანი კავკასიის ცალკეულ კორპუსში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებეთა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შტაბს-კაპიტანი შანშიევი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ქართულ გრენადერთა პოლკში მსახურობდნენ: შტაბს-კაპიტანი ბოსტოევი, პორუჩიკი ოსინოვი, პოდპორუჩიკები – ყორღანოვი და ახვერდოვი, პორუჩიკი აფხაზოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ იმერეთის ლაშქარში მსახურობდნენ პოლკოვნიკი სეხნია დავითის ძე წულუკიძე და პოდპორუჩიკები – დავით აგიაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პორუჩიკი შალიკოვი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში მსახურობდნენ: ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი, უნტერ-ოფიცრები – წერეთელი და გარაყანიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ლაშქარში მსახურობდნენ სიკო კორზაევი, მაიორი ლევან ჩიჩუა და პრაპორშჩიკი ალექსი დადიანი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ გურიის ლაშქარში მსახურობდნენ პოდპორუჩიკი ალექსანდრე მამუკას ძე თავდგირიძე და მაიორი ვახტანგ ერისთავი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულების მიხედვით, უნტერ-ოფიცრები წერეთელი და გარაყანიძე ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში მსახურობდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (სუმბათოვი) იყო ახალქალაქის მაზრის უფროსი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოჰანესოვი შუშის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გრიგოლ ბიბლიანცი მეტეხის სკოლაში გ. წულუკიძის ნაცვლად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ქართული კaრგად არ იცოდა, ამიტომ ვერ შეძლებდა მის სწავლებას.

1898

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გ. წულუკიძე მეტეხის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, კავკავის სკოლის მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სკოლის მასწავლებელი პლატონ წულუკიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი ივლიანე გოგოლაშვილი დაენიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს პლატონ წულუკიძე ბათუმის სკოლის პედაგოგი იყო. 

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვ. ი. ჩხეიძისა დიდი ჯიხაიშის ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მოსე გოგსაძე ფერშალი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თელავში დაინიშნა იაგორ ოსკანოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა მაზრის უფროსი ნიკოლოზ მესხიევი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ მესხიევს ჰქონდა „კოლლეჟსკი ასესორის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ოსკანოვი იყო მე-2 გილდიის ვაჭარი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ევსევი გიორგის ძე ლოსაბერიძე ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის აგვისტომდე მარიამ ალექსანდრეს ასული ლორთქიფანიძისა დიდი ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგე იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანი ილემში მისივე დაარსებული სახალხო სამკითხველოს გამგე იყო.