რეგისტრირებული ფაქტები33137
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვის ბანკში დასაშვებად ვასილ მაჩაბლისა და სანდრო ერისთავის გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილები მიიღო.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868-1877 წლებში რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი ივანე დავითის ძე ლაზარევი კავკასიის არმიის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში მყოფი ილია ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტმა ივანე დავითის ძე ლაზარევმა სტუმრად მიიწვია.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 21 იანვარს კონსტანტინე ჭავჭავაძემ ცოლად შეირთო რუსი თავადის, გრიგოლ კუკოლევსკის ქალიშვილი ბარბარე.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში, რომელზეც სოფლებში პურის მაღაზიების მოწყობის საკითხი განიხილეს. ილია საორგანიზაციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 7 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავიდა და ქარავნის ქუჩის №18-ში, ბინა №7-ში, დაბინავდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 6 მარტს საგურამოში მცხოვრებმა გლეხებმა ადგილობრივი მემამულეების: ილია ჭავჭავაძისა და ტატო ციციშვილის წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში გაფიცულ საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებას 16 სოფელი შეუერთდა. მათ მღვდელი არსენ გედევანიშვილი უსამართლობაში ამხილეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 20 მარტს მღვდელი ექვთიმე ელიევი ჭოპორტსა და საგურამოში გაფიცულ გლეხებს შეეწინააღმდეგა, რის გამოც ხალხის რისხვა დაიმსახურა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის მიზნით გამართული ყრილობის შესახებ ინფორმაცია ივანე ზურაბიშვილის შვილებმა ექვთიმე თაყაიშვილის ცნობაზე დაყრდნობით განავრცეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის თებერვლის დასაწყისში ქართველმა ნაციონალ-ლიბერალებმა რუსეთის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს სერგეი ვიტტეს სამახსოვრო ბარათი გაუგზავნეს, რომელშიც გამოკვეთილი იყო ქართველ ავტონომისტთა პოლიტიკური პარტიის პროგრამის მიზნები.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დიდუბის ეკლესიის ეზოში დიმიტრი ბაქრაძის დაკრძალვას დაესწრო და ცხედარი შეამკო გვირგვინით, რომელსაც ეწერა: „საფლავი შენისთანა კაცისა, სალოცავია მამულისა“.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვში, პეტროვსკის პარკში მდებარე შატო დე ფლერში, ფრანგი მსახიობების მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრო.
1850
ტიპი: ღონისძიება
1850 წელს ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობდა ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის თავდასხმის მოგერიებაში, რისთვისაც ის წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკის ლიცეუმში ჩარიცხვის საკითხის განსახილველად ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში ელენე ფარნაოზის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკაიასა და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელის ნახვაც სურდა, მაგრამ ისინი აგარაკებზე იყვნენ წასულები.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყაზბეგთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვში ჩავიდა და დიდი ბრონის შესახვევის №43-ში დაბინავდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ბაქრაძის სახლში სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენებას პარხლის სახარებისა და შატბერდის კრებულის შესახებ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ელ იანვარს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს ბანკიდან ათასი მანეთის წინასწარ მიცემა სთხოვა, ილიამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ინტერესი ბულგარეთისადმი“.
1849
ტიპი: ღონისძიება
1849 წელს გრიგოლ ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო დაღესტნის სამხედრო ექსპედიციაში.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეით გამართულ ყრილობას დაესწრნენ პავლე თუმანიშვილი, ნიკო თავდგირიძე და სხვ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეით გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ვასო ყიფიანი, გიორგი გვაზავა და სხვები.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 24 მაისს დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლეს, ილია ჭავჭავაძეს ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დუშეთის საზოგადოებამ გამოსათხოვარი სადილი გაუმართა. სადილზე პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანმა ილიას დუშეთისთვის გაწეულ სამსახურზე, შრომისმოყვარეობასა და ღირსებებზე ისაუბრა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ბაქრაძეს ქართველ მეფეთა გამოსახულებების ალბომი სთხოვა.

