რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსის ლონდონში გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიახლის შესახებ შეიტყო, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდა, თუმცა სიტუაცია ნამდვილად საგანგაშო იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსს ლონდონში ატანდა ამანთს შემდეგი ნივთებით: ნინოს ჯვარი, ყელსაბამი, ძველ სპარსულ მინანქრიან ყუთში მოთავსებული, ძველი ვერცხლის სარძევე – 1830 წელს დამზადებული, მოზრდილი ვერცხლის ქამარი, მომცრო ქამარი, სპარსული მომინანქრებული ბურნუთის ყუთი, ვერცხლის პატარა ყუთით, ასევე ვანიდან. ძველი ვერცხლისგან დამზადებული თანამედროვე პორტისიგარი, საფერფლე და სანთის კოლოფი, რომელიც ერევანში მცხოვრები ვანელი დევნილების ნახელავი იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის მოგება 101 020 მანეთი და 34 კაპიკი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ სამტრედიის მოურავის მოადგილე დავით მელქაძემ და საქმისმწარმოებელმა გიორგი წერეთელმა თხოვნით მიმართეს მთავარ გამგეობას, რომ სამტრედიაში არსებული წიგნების მაღაზია და ბიბლიოთეკა, რომლებიც დახურული იყო და არ ფუნქციონირებდა გადაეცათ მათთვის, რომ აემუშავებინათ და მეტი სარგებელი მოეტანა ნახსენებ დაწესებულებებს საზოგადოებისათვის.

