საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1862

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 14 თებერვალს ჯარისკაცმა ეგნატე მელიანოვმა გატეხა გლეხ გაბრიელ ვიშნიაკოვის მაღაზია, საიდანაც მოიპარა 10 მანეთის ტანსაცმელი. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მაისში გაიმართებოდა მიხეილ ერისთავის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალდებოდა უფლებამოსილების გადაჭარბება და სხვა დანაშაულები.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, მაისში გაიმართებოდა თბილისის ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე შანშიევის საქმის განხილვა. მას ობლების ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არტაანის ოლქის კომისრის დადგენილებით საოლქო საპყრობილეში დაპატიმრებული იყო ორი მაჰმადიანი – ჰუსეინ-ალი-ოღლი და ალი-ალტიატ-ოღლი, რომელთაც ბრალდებოდათ ხანიორის გადასასვლელზე ორი ქართველისა და ორი თურქმენის მკვლელობა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 13 აგვისტოს მელიქიანი თავისმა მოსწავლემ, ოჰანეზ ავეტიქოვმა გაძარცვა, 50 მანეთი წაიღო. იგი დაპატიმრებული იყო და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 3 მარტს გორის საოლქო სასამართლო განყოფილებაში განიხილეს საქმე დავით იასეს ძე ავალიშვილისა, რომელსაც ქურდობა და ძარცვა-გლეჯვა ბრალდებოდა. საქმეზე ასამდე მოწმე იყო მოწვეული, მათ შორის ბევრი ადმინისტრაციის მოხელე. საგულისხმოა, რომ ავალაშვილი აქამდეც დაჭერილი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, განთავისუფლების შემდგომაც განაგრძო კრიმინალური საქმიანობა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 7 მარტს პოლიციელმა ევანგულოვმა ქურდობის ბრალდებით დააკავა სანდრო მანიევი და მიხა ბაღდასაროვი.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის ოლქის სასამართლომ ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის გაუპატიურების გამო დავით ახმედოვს ციმბირში გადასახლების განაჩენი გამოუტანა, რომელიც ახმედოვმა ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ამაოდ. სამოსამართლო პალატამ ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის საქმის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა. მისი საბრალდებო ოქმი 12 ივნისს ჩააბარეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 5 მაისს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ე. შენინგი დამნაშავედ ცნო. მას უფლება-მოსილება ჩამოართვეს და ათი წლით ასტრახანის გუბერნიაში ცხოვრება მიუსაჯეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო თოთრიაშვილი და შაქრო ციქურიშვილი სოლომონ ნაზღაიძის მკვლელობისთვის დუშეთის მაზრაში იხდიდნენ სასჯელს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 15 ივნისის ღამეს მარიამ ბელევიჩი შეუწყნარებელი შინაარსის განცხადებების გაკვრის გამო პოლიციამ დააპატიმრა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 5 მაისს კავკასიის სამხედრო სასამართლომ მ. პ. მეფისოვი გაამართლა. მას სახელმწიფო თანხის მითვისება და გაყალბება ბრალდებოდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალანთაროვი დააპატიმრეს როგორც დენიკინის ჯაშუში, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ დეპეშათა სააგენტოს ბიულეტენები სავსე იყო მოხალისეთა ჯარის „სვოდკებით“.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 24 სექტემბერს ვერაზე მცხოვრები ეკატერინა პეტროვისა დააკავეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 24 სექტემბერს არტემ ნაზაროვმა ჩხუბის დროს ახალქალაქის მაზრის მოქალაქე დაჭრა, რის გამოც დააკავეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო ასიტოვი და ნიკოლოზ ჩიხლაძე სპარსეთის ქვეშევრდომის ისქანდერ-ალექპერ-ოღლის დაჭრისთვის პოლიციამ დააპატიმრა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა მიხეილ კოღუაშვილის საქმე დაამტკიცა. მას ადამიანის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 13 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ ისიდორე ონიანს 13 წლის კატორღა ხუთი წლით შეუმცირა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატამ აბესალომ მაჭავარიანს 5 წლის კატორღა 5 წლით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნით შეუცვალა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული სტ. ი. გოგოლაშვილი გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოლქის სასამართლომ მიხეილ კოღუაშვილს 10 წლით კატორღა მიუსაჯა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანი რუსეთში ძვირფასი ქვების ქურდობისთვის დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის ქვებს ყლაპავდა და ისე ჩამოჰქონდა თბილისში გასაყიდად.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანს მოსკოვის ოლქის სასამართლომ ძვირფასი ქვების მოპარვისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ფრიდმანმა მათ თხოვნით მიმართა, რომ თავისი პატიმრობა ქალაქ გორში გაგრძელებულიყო და იგი გადაიყვანეს გორის საპყრობილეში.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოსტის გაძარცვაში ბრალდებულებმა მურტუზ ოზიევმა და ალდემირ დოლოხოვმა სამხედრო სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობა გააპროტესტეს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა მათ.