რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, გამგეობის, სარევიზო კომისიისა და სხვა სექციის წევრებს იმიტომ ირჩევდნენ, რომ მათ საზოგადოების მიზნის მისაღწევად ემუშავათ და მისი დავალებები შეესრულებინათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბისთვის 14 866 მანეთის მასალა შეიძინეს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ დახარჯული ენერგიისთვის საგუბერნიო სტამბას 4750 მანეთი გადაურიცხა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ექიმ მებურიშვილს დეკემბრის ხელფასი 400 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და სხვა სექციის წევრების აზრით, სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო წიგნების კორექტურების გასასწორებლად გამოყოფილი თანხა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ სამრეწველო ბანკიდან მიიღო 262 971 მანეთი და 73 კაპიკი. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ შესთავაზა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის არსებული პრობლემების გასარკვევად აერჩიათ 3-5 პირისაგან შემდგარი კომისია, რომელიც თავის დასკვნას კრებას წარუდგენდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელო წიგნების გამოცემას პედაგოგების განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა და უმჯობესი იყო ამ საქმისთვის ეხელმძღვანელა სპეციალურ ორგანოს – სასკოლო სექციას, რომლის წევრებიც პედაგოგები იყვნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა საზოგადოების ნებართვის გარეშე საგამომცემლო სექციის საქმეს სასკოლო სექციას ავალებდა. მისი აზრით, გამგეობის ეს საქციელი ყოვლად გაუმართლებელი იყო.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. არ დაუხარჯავს, როცა შეეძლო ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნები დაებეჭდა.

