საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19332

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ვოლგა-კამის ბანკში 50 000 მანეთი შეიტანა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრებს პასუხისმგებლობით უნდა ემუშავათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა განცხადებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ააკაკი წერეთლის ანდერძი დაარღვია, სხვიტორის ეკლესიაში რომ არ დაკრძალა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 25 მარტს საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტრომ წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებას (ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება) ილია ჭავჭავაძის ქვრივის – ოლღა ჭავჭავაძისთვის პენსიის გაზრდაზე უარი უთხრა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თვამჯდომარე ნინო ნაკაშიძე წითელი ჯვრის საზოგადოებას გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის ტანსაცმელსა და აუცილებელ ნივთებს სთხოვდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თვამჯდომარემ ნინო ნაკაშიძემ და მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ივანე გიორგის ძე ავალიშვილს ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილი სხვადასხვა ნივთის გამგეობის ბინაში გადმოტანა მიანდეს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის განათლების კომისარს ოლღა ჭავჭავაძისთვის ილია ჭავჭავაძის წიგნების საფასურის( სახელმწიფო გამომცემლობას წაღებული ჰქონდა 5000 ეგზემპლარი. „განდეგილი“ – 1000, „კაკო ყაჩაღი“ – 1000, „ოთარაანთ ქვრივი“ – 1000, „სარჩობელაზედ“ – 2000. სულ 1000 მანეთის ღირებულების.) საკომისიოს – 20 პროცენტს სთხოვდა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 12 ივნისს იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის განათლების კომისარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით ოლღა ჭავჭავაძისთვის პენსიის 60 მანეთამდე გაზრდას სთხოვდა (უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ოლღა ჭავჭავაძის პენსია იყო 39 მანეთი).

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვოს გაგზავნილი წერილით მიწათმოქმედების კომისარიატის განსაკუთრებულმა კომისიამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობა მოუხსნა (ისინი მიიჩნევდნენ, რომ ილიას ქვრივისთვის პენსია ან დახმარება განათლების კომისარიატს უნდა დაენიშნა). დოკუმენტს ხელს აწერდა სახალხო მამულების ქვეგანყოფილების გამგე ერმილე ნაკაშიძე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სახალხო კომისრის, სილიბისტრო თოდრიას განკარგულებით, ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობის სახით საგურამოს მამულის საოპერაციო ხარჯებიდან ყოველთვიურად მილიონნახევარი მანეთი დაენშნა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრმა ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო განათლების კომისარს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარების 2 მილიონამდე გაზრდა სთხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ოლღა ჭავჭავაძის მომვლელ ქალზე – მარიამ ლავრენტის ასულ ლუკიანოვაზე გასცა ცნობა, რომლითაც მას სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა აეღო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 აპრილს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ოლღა ჭავჭავაძის სურსათით უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად 30 000 მანეთი გამოუყო. დოკუმენტს ხელს ი. ანთაძე აწერდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სოციალური უზრუვნელყოფის კომისარს ოლღა ჭავჭავაძისთვის სურსათით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წლის ანგარიში, შემოსავალ-გასავლის ნუსხა და დავთრები სწორად იყო შედგენილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე აღნიშნავდა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვრივი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ქართველი საზოგადოებისთვის სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამინისტროს დახმარებას სთხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, რომელმაც უარი განაცხადა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის უფასოდ ან მცირე ფასად საჭმლის (პაიოკის) მიცემაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარებას სთხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 სექტემბერს მომარაგების სამინისტროს საქმეთა მმართველი ე. ლოლაძე და საქმისმწარმოებელი ლ. ნ. ასათიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრს, ნინო ნაკაშიძეს სწერდნენ, რომ სამინისტრო გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს ვერ დაეხმარებოდა ვერც პენსიით, ვერც საკვებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თამარ პავლეს ძე ჯარიაშვილს განათლების სამინისტროდან ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილი 2000 მანეთის აღება მიანდო. მინდობილობას ხელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აწერდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრები: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელ მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეზე მზრუნველობის ოფიციალურად გადაცემას სთხოვენ.

პირები
წყარო

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ივლისს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ. ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ატყობინებდა, რომ მთავარი გამგეობა, როგორც იურიდიული პირი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სულით ავადმყოფი ოლღა ჭავჭავაძის ქონებაზე მეურვე და სთხოვდა მათ, წარმოედგინათ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ქალაქ თბილისის მესამე უბნის მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გამგეობისთვის ოლღა ჭავჭავაძის ოფიციალური მზრუნველობის (რადგან მას არ გააჩნდა სათანადო მოვლა-პატრონობა) გადაცემის მოთხოვნით მიმართა.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადარმა, ნოე ნადარეიშვილმა მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლა ქალაქის თვითმართველობის ხელში 1919 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო სამკითხველო იმავე წლის პირველი ოტომბრიდან გადავიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადარმა, ნოე ნადარეიშვილმა მთავარ გამგეობას მისწერა, რომ რევოლუციის გამო განყოფილება ძალიან ცუდად მუშაობდა, მაგრამ იმდენს ახერხებდა, რომ არ დახურულიყო.