საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში ოლგა ივანეს ასულ ერისთავისას გორში ქალთა პროგიმნაზიის სასარგებლოდ ლატარია-ალეგრი უნდა გაემართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ნიკო გიგაურმა „რობერტ ოვენი“ გამოსცა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 აპრილს ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი თბილისიდან ქუთაისში დაბრუნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ივანეს ძე აბაზაძის გორის მაზრაში მდებარე 46 დესეტინასა და 2280 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით პავლეს ძე ეგოროვის გორანაში მდებარე 202 დესეტინასა და 2401 კვადრატულ საჟენ ტყესა და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფინოგენ გაბრიელის ძე მელქუმოვის ერედვში მდებარე 6 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ გრიგოლის ძე ნაზარბეგოვის ბორჩალოს მაზრაში მდებარე 813 დესეტინასა და 777 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე და საძოვარ ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში ალექსანდრე სოლომონის ძე ჩოლოყაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს არსენ კალანდაძემ და ალექსანდრე ზარიძემ გორში პატარა სტამბა გამართეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვა წევრებმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბელ ჩოლაყაშვილს ახალგორში მდებარე ერთკლასიანი საერო სასწავლებლის ოძისში გადატანა დაავალეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე იაკობის ძე პოპოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი ტერტეროვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გუბნელოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისს მიხეილ ყიფიანის განცხადებით ქართული სასწავლებლის სასარგებლოდ კავკავის საერთო ბაღში საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ბარათაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის მე-2 კლასიკურ გიმნაზიაში ღარიბ კურსდამთავრებულთა სასარგებლოდ სატანცაო საღამო გაიმართებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 ივლისს ილარიონ გერსამია ქუთაისში ავაზაკებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისს ნიკოლოზ ვეზირიშვილს სოფელ ოსიაურში ძნა დაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეპისკოპოს არისტაკესის ხელმძღვანელობით დუშეთში 4 კლასიანი სკოლა უნდა აშენებულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ლორთქიფანიძემ თავის როტონდაში საცეკვაო საღამო გამართა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის პირველ აგვისტოს რუდკოვსკიმ შეამოწმა თბილისის ხილისა და პროდუქტის მაღაზიები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ლ. ფორკატმა ქალაქის გამგებლიდან მიიღო 17.500 მანეთი და თანხმობა, რომ ქალაქის ჩირაღდნებით განათებისთვის პეტერბურგიდან საჭირო ინვენტარი ჩამოეტანა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით დიმიტრის ძე ჭავჭავაძის თიანეთის მაზრაში მდებარე 326 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თამარა ალექსანდრეს ასულ დოდაევის ახშანსა და ხორხელში მდებარე 1430 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.