რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გაზეთებიდან ამონაჭრები, რომლებიც ვერ მოიძია, სხვებმა გამოუგზავნეს. პრესაში წერდნენ, თითქოს მისი ქმედებები „სახიფათო იყო ინგლისურ-რუსული მეგობრობისთვის“. პრესისგან მიღებული დარტყმები არ ანერვიულებდა, შეეძლო საერთოდ არც შეემჩნია.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ერთ თვეში ან ექვს კვირაში არ გადაწყდებოდა სააღდგომოდ მისი ინგლისში გამგზავრება, მაშინ მოუწევდა ტელეგრამის გაგზავნა და თხოვნა, ის ბავშვებთან ერთად მშვიდობიანად და კომფორტულად ჩამოეყვანათ. ადმირალიტეტს ეს ნამდვილად შეეძლო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნის ყდის ხელოსნის თხოვნა „ბუნების კარის“ ყდებისთვის მას მომატებოდა ორმოცი კაპიკი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თითო ყდისთვის ოცი კაპიკი მოემატებინა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი განყოფილების დადგენილება, რომ დაებეჭდათ შიო მღვიმელის სამი წიგნი: „ოქროს თავთავი“, „ცხვარი“ და „ჩემი ყვავილები“. თითოეული 2000 ცალი. ავტორისთვის ჰონორარად 600 მანეთი უნდა მიეცათ. გამგეობამ გადაწყვიტა ეს დადგენილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის მოხსენება მაღაზიის შტატის გაზრდისა და მომსახურე პირთათვის ანაზღაურების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანაზღაურების მომატების საკითხი გადაიდო. შტატის გაზრდა კი გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მაღაზიაში ვაჭრობის მაჩვენებელი მცირდებოდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 17 იანვარს ოდესაში საადგილმამულო ბანკმა საზოგადოებას გასაყიდად 100 ადგილ-მამული შესთავაზა, ღონისძიებაზე 60 ადამიანი მისულა, რომელთაგან მხოლოდ ერთს გამოუთქვამს მამულის ყიდვის სურვილი და ამის გამო არცერთი მამული აღარ გაყიდულა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახალხო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით უნდა შეემოწმებინათ მასწავლებელთა ცოდნის დონე, რადგან ზოგიერთ მათგანს სწავლის მოწმობა არ ჰქონდა. ასევე, ყოველ ასეთ მასწავლებელს დაევალებოდა სამინისტროსთვის წერილობით წარედგინა თუ რამდენი მოსწავლე იყო სასწავლებელში და როგორ სწავლობდნენ ისინი.

