რეგისტრირებული ფაქტები33279
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ივანე მაჩაბელსა და პეტრე უმიკაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ნახევარ ფასად შემოთავაზებული წიგნების და შემოსაწირი ხელნაწერების ავკარგიანობის შემოწმება დაევალათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისისა და მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს გამართვის თაობაზე დადგენილება მიიღეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სკოლებისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი საჭიროებისამებრ გაანაწილეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის გუბერნიის საჭიროებათა სიის შედგენა ადგილობრივი სკოლების დირექტორებს დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, რუისის სკოლისთვის წიგნების და საასწავლო ნივთების გაგზავნა გადაწყვიტეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი თუმანიშვილის მოხსენების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ საჯარო სამედიცინო ლექციების ჩასატარებლად სახელოსნო სასწავლებლის ან ქალაქის საბჭოს დარბაზი დაექირავებინათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, კაკაბეთის სკოლისთვის მერხების შესაძენი თანხის სესხად მიეცმა გადაწყვიტეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ექიმების: კონსტანტინე ბახუტაშვილის, გრიგოლ მაღალაშვილის, გრიგოლ გაბაშვილისა და გიორგი ტარსაიძის მიერ შედგენილი საჯარო ლექციების თემები და მათი წარმოდგენის განრიგი მოიწონეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ „ვისრამიანი“ 1200-იანი ტირაჟით გამოეცათ და 2 სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე დაებეჭდათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „უსაფუძვლო საყვედურები“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელენე გიორგის ასულ ერისთავის რუისპირსა და იყალთოში მდებარე ერთ დესეტინასა და 1320 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აბრამ ზაზას ძე ცერცვაძის ხიდისთავში მდებარე 1000 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი სოლომონის ძე პეტრიაშვილის ბაკურციხეში მდებარე ერთ დესეტინასა და 1382 კვადრატულ საჟენ სამოსახლო ადგილებსა და ბაღს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ, დიმიტრი და ნიკოლოზ ესტატეს ძე ჯანდიერების ვაჩნაძიანში მდებარე 3 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ოსეფა შახნაზაროვს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის გარემონტება ევალებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ალექსანდრეს ასულ ბახუტოვის თელავის მაზრაში მდებარე 4 დესეტინასა და 720 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 24 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ ქუთაისში გაყიდვის საკომისიო პირობებით საზოგადოების მიერ გამოცემული „იგავ-არაკების“ 100 ეგზემპლარი გაეგზავნათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი გიორგის ძე მარიამულის დიღომში მდებარე 1440 კვადრატულ საჟენ ვენახსა და ხილის ბაღს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბობრინსკი თბილისში ცხოვრობდა. მას „ვეფხისტყაოსანი“ ნათარგმნი ჰქონდა ფრანგულად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად უნდა ჩამოსულიყვნენ ნიკოლოზ მაყაშვილი და ილია ოქრომჭედლიშვილი ოჯახებთან ერთად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის ივლისის დასაწყისში ელისაბედ გრიგოლის ასული ჭავჭავაძე-საგინაშვილისა იალტაში იმყოფებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე გიორგის ასულ თუხარელის, დარია და ანა დავითის ასულ თუხარელებისა და მათი ძმების, სოლომონისა და იოსების, ერთაწმინდაში მდებარე 5 დესეტინასა და 480 კვადრატულ საჟენ სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ლოლაძის მეჯვრისხევში მდებარე 6 დესეტინა სახნავ-სათეს ადგილს, ბაღებსა და წისქვილს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დიმიტრის ძე ფალავანდოვის კნოლევში მდებარე 5 დესეტინა სახნავ-სათეს ადგილებსა და ვენახს.

