საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33279

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამალია მათეს ასულ ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე ერთ დესეტინა ვენახს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილარიონ ოტიას ძე ზანდუკელის დუშეთის მაზრაში მდებარე 4 დესეტინასა და 1900 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის ხოვლეში მდებარე 3 დესეტინასა და 140 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაალ პავლეს ძე წინამძღვრიშვილის ახაშენში მდებარე 2 დესეტინასა და 1600 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ოქტომბერში ნ. ა. დუმბაძემ ბათუმის საბჭოს შესთავაზა, ბათუმის ქალთა სასწავლებელი „მარიამი” ექვსკლასიან დედათა პროგიმნაზიად გადაეკეთებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში დანიშნული იყო კრება, რომელზეც ხალხს უნდა მოესმინა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო პროგრამა, გარდა ამისა, უნდა დანიშნულიყო იუბილეს გადახდის ზუსტი დღე. კრებაზე დასწრება ნებისმიერს ქართველს შეეძლო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში კვირაში ერთი წარმოდგენა გამართულიყო, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად, სახელმწიფო თეატრში კვირაში ერთი წარმოდგენა გამართულიყო, რომ მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა, ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ ინახულა ბრიტანეთის ტრანსპორტის მთავარი გამგე გენერალი ბრაფი, რომელიც იმ დღეებში ტოვებდა საქართველოს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა გენერალი ჯეიმს ჰარბორდი, რომელიც კავკასიასა და მცირე აზიაში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, უილსონის დავალებით მოგზაურობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 25 მაისს, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად, პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ბაგრატ გეურქას ძე მამუკიანს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იასე გიორგის ძე გურიელის ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებულ ოზურგეთში, ეკლესიის მახლობლად, მდებარე ორსართულიან სახლსა და 446 კვადრატულ საჟენ მიწას ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პრასკოვია უვაროვამ წიგნის მაღაზიებს თავისი ახალი თხზულება „მგზავრის შენიშვნები“ გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამოს გამართვა გადაწყვიტეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას დაესწრო კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ გიმნაზიაში იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა ანა ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ მაჩაბელის კარდანახში მდებარე 2 დესეტინასა და 1990 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო სიმონის ასულ მაყაშვილის რუისპირსა და იყალთოში მდებარე ერთ დესეტინასა და 210 კვადრატულ საჟენ ვენახებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეიუბ-სალა-ოღლის ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა იაგორის ასულ ბებურო-ვაჩნაძის კარდანახში მდებარე 4 დესეტინასა და 330 კვადრატულ საჟენ ვენახს, ბაღსა და საძოვრებს.