საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები5138

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე სულხანიშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, გიორგი საძაგლიშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ ივანე ყანჩაველი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით მაღალაშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ზაქარია დავითის ძე ყიასაშვილი, სიმონ ყაფლანის ძე ჩიქოვანი, ელენე ვასილის ასული კობიაშვილი, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, ალექსანდრე დავითის ძე ინაშვილი და ნიკოლოზ მიხეილის ძე პოპიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, ილია იოსების ძე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ ვასილის ძე ნადირაშვილი, თამარ კირილეს ასული ღვთისავარიშვილი, მღვდელი კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილი, ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი, ტასო გიორგის ასული ზაალიშვილი და მიხეილ ათანასეს ძე ბენაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს მღვდელი ნიკოლოზ პაატას ძე მელექსიშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია, ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი, გიორგი თევდორეს ძე ბერძნიშვილი და მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს გიგო მალხაზის ძე ლაპიაშვილი, სიკო გლახას ძე ჯანყარაშვილი, ნიკოლოზ ვასილის ძე მენთეშაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, კოტე გიორგის ძე ნასრაშვილი და მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 25 ოქტომბერს ხარაგაულის უფასო სამკითხველოს წევრთა კრებაზე გამგეობის წევრად პლატონ ლეჟავას ნაცვლად სეფე ლეჟავა დაასახელეს.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 20 მაისიდან ფ. ბაცევიჩი ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში გინეკოლოგად მუშაობდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 28 ნოემბერს ემილია და ეკატერინე ქუთათელაძეები ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 28 ნოემბერს ეკატერინე ვასილის ასული ბახტაძისა ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის იანვარში ალექსანდრე სერგეევი იყო რუსეთის სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ (მისამართი: ერევნის მოედანი, დავით ციციშვილის სახლი N2) მთავარი აგენტი თბილისში.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი გარდაცვალებამდე ფოთის გამგეობის წევრი იყო.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს დაარსდა სააღებმიცემო ამხანაგობა „შუამავალი“, რომლის დროებითი გამგეობის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გარსევან გიორგის ძე რატიანი.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, დავით გიორგის ძე წულუკიძე, ალექსანდრე გიორგის ძე წულუკიძე და სხვ. ქართველთა დრამატული საზოგადოების ქუთაისში დადგმული წარმოდგენების მაკონტროლირებელი კომისიის წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გამგეობის წევრად ქართული გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ქვარიანი დაასახელეს.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის 9 მაისის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის ამხანაგად – ილია ჭავჭავაძე, წევრებად – რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს ქ. იაკოვლევისა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს ყიფიანისა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს დუმანსკისა.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის მრჩეველი წევრი იყო კ. ზ. ალშიბაია.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის მრჩეველი წევრი იყო სოლომონ იოს. ძე წერეთელი.