რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 20 ნოემბერს, მისი რჩევით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში უნდა ჩამოსილიყვნენ, რათა მოელაპარაკათ და განეხილათ თუ როგორ მოეგვარებინათ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რომელიც სისხლისღვრაში იყო გადაზრდილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამანათით უგზავნიდა ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს, რომლებიც ერევანში იყიდა. ყველა ვანელ ოსტატთა ნახელავი იყო: ვერცხლის მოზრდილი ქამარი, ვერცხლის მომცრო ქამარი, ვერცხლის ორი აბზინდი, ვერცხლის ჯვარი, 22 ფილიგრანული საკინძე, მარგალიტებითა და ფირუზებით მოჭედილი ოქროს ორი საყურე, რომლებიც შეეძლო კულონებადაც გამოეყენებინა. უორდროპმა მეუღლეს სთხოვა, რომელიმე ნივთის გაჩუქება თუ მოუნდებოდა, თავი არ შეეკავებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დიდი იმედი ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც დიდ პატივს სცემდა, შეთანხმებას მიაღწევდნენ, რაც დიდ გავლენას მოახდენდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროში თავისი გავლენაც გაცილებით გაიზრდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საშობაო საჩუქარი უყიდა, სპარსულ-სომხური ან სპარსულ-სირიული ხელობის ჯვარი, რომლის არშიაც ოქროსგან დამზადებული და უხეში იყო. წინა მხარეს მინანქრის ზოლები დაჰყვებოდა, უკანა მხარე კი ზურმუხტისფერი მინანქრისაგან იყო დამზადებული.

