რეგისტრირებული ფაქტები19558
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე სილიბისტრო ხუნდაძემ, მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ჩააბარა სამტრედიის განყოფილებაში არსებული ქართული წიგნების სია, რომელთა საერთო ღირებულება 44 753 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის შემოსავლის მთავარ წყაროს შეადგენდა: სტამბა, საწევრო თანხა, შემოწირულობანი, საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობა, გამოცემული წიგნებისგან აღებული თანხა და ყულაბებით შეგროვებული თანხა, შემოწირული მამულებისგან მიღებული შემოსავალი. ხელს აწერენ ვარლამ იმნაძე, კარპეზ ბერიძე, იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კ. გვარჯალაძემ განაცხადა, რომ თუკი საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლს შეცვლიდნენ მე-9 უნდა შეეცვალათ, რადგან ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა მათი შინაარსი. მე-8 მუხლი გამგეობას უფლებას აძლევდა სექციის სამუშაო გეგმა დაეწუნებინა, მე-9 კი – სექციას სრულ ავტონომიას ანიჭებდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას უნდა სცოდნოდა თუ რა კეთდებოდა სასკოლო სექციაში და სწორედ ამიტომ უდგენდა მას სამოქმედო გეგმას, რომელშიც გაწერილი იყო წლის განმავლობაში გამოსაცემი წიგნების სია.

