საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ყუბანეიშვილის განცხადება, რომ ბათუმში 30 ნოემბერს ვალების დასაფარად იასონ იოსელიანის მამულს გაყიდდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მალხაზ და სოლომონ არჩილის ძე ანდრონიკოვების შიბლიანში მდებარე 484 დესეტინასა და 1066 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილის თბილისის მაზრაში მდებარე 961 დესეტინასა და 1060 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო, სათიბებს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იასე ქაიხოსროს ძე სოლოღაშვილის ბორჩალოში მდებარე 59 დესეტინასა და 630 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ივანეს ძე ცერცვაძის რენეში მდებარე 91 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ და დავით ივანეს ძე ციციშვილების ნიჩბისში მდებარე 48 დესეტინასა და 480 კვადრატულ საჟენ ტყეს და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი ზაალის ძე ვახვახოვის კურდღელაურში მდებარე 101 დესეტინასა და 1630 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა დავითის ასულ ვახვახოვის თელავში მდებარე 38 დესეტინასა და 900 კვადრატულ საჟენ მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ პეტრეს ძე დონდაროვის შავშვებში მდებარე 198 დესეტინასა და 1960 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გიორგის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მესხეთის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 667 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანდრია დავითის ძე დადიან-მინგრელსკის აბასთუმანში მდებარე 3199 დესეტინასა და 1600 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის არტაანში მდებარე 2808 დესეტინა მიწას.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კესარია ათანასეს ასულ რუხაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და 89 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე თედორეს ძე საბანეევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახვანის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 311 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე როსტომის ძე ამირეჯიბის წაღვლსა და ბროლოსანში მდებარე 96 დესეტინასა და 638 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ პეტრეს ძე ვორობიევის ბოჭორმაში მდებარე 708 დესეტინასა და 956 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზაალის ძე ღოღობერიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 213 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევლამპი და ელისაბედ ზაიცევებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში მდებარე ორი ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 81 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე, იოსებ და ივანე ხვთისავარის ძე ალიბეგოვებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ლევაშოვის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი სახლი და 1270 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე კონსტანტინეს ასულ მიქელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე 442 კვადრატული საჟენი მიწა, რომლსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა პავლეს ძე მურადოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახვანის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები და 54 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტასია გლახუას ასულ კიკიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ზუბოვის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი სახლი და 144 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კაციას ძე ალხაზაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, პოლიციის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და 334 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე რაევის შუამდგომლობით თბილისის სასულიერო სემინარიაში სახელმწიფო ვაკანსიით განსაზღვრული მოსწავლეთა მისაღები ადგილები გაზარდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ახალი წიგნი „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა“ იყიდებოდა.