რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე, მთელი დღე ბედნიერი ხალხის გარემოცვაში იყო. ქუჩაში გასვლისას ხალხმა მხრებზე შეისვა და ველური სიხარულით მიარბენინეს თავის მანქანასთან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში იყო წასული, სადაც „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენა სახელდახელოდ შეცვლილი დახვდა სხვა ნაკლებად საყურადღებო ქართული სპექტაკლით, რომელშიც ერთ-ერთი პრიმადონა განასახიერებდა საქართველოს – ტახტზე იჯდა, სცენიდან მაღლა იყო აწეული და გარს მთელი დასი ეხვია.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მისმა მასპინძელმა წინა საღამოს ვახშამი გამართა, რომელზეც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მისისტრი ნოე ჟორდანია თავიანთი კოლეგებით იყვნენ მიწვეულნი. ვახშამს დაახლოებით 40 კაცი დაესწრო.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ გამოსცა შემდეგი წიგნები: „მათიკო და მისი გიშერა“, „ორი მეგობარი“,„თინიას ლეკური“, „მაგდანას ლურჯა“, „წითელი ფარანი“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ოჯახის ბურჯი“ და „ხოლერა“. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს – „დედა ენის“ I ნაწილის კორექტურები წარუდგინა სხდომის წევრებს და განაცხადა, რომ სასკოლო სექციას არ ჰყავდა კარგი კორექტორი.

