რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სასკოლო სექციას დაავალა გამოეცა ხარისხიანი სახელმძღვანელო წიგნები, რაც ძალიან რთული საქმე იყო და ამაზე მეტს სექციის წევრებს ვერ მოსთხოვდნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ დაჟინებით მოითხოვა მიეცათ სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება, რითიც მას ტექნიკური მხარე – წიგნების შესწორება დაემატა და საქმე გაურთულდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრებმა სასკოლო სექციას შესთავაზეს იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების გარდა გამოეცათ ეგნატე ხრამელაშვილის წიგნის კრებულის I და II ნაწილი, მაგრამ სექციის წევრებს არ დაუბეჭდავთ კრებული.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, სასკოლო სექციას ყურადღება უნდა მიექცია რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები დროულად დაბეჭდილიყო და გამოსულიყო ბაზარზე, რადგან გოგებაშვილის სახელმძღვანელოებით საზოგადოებას დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი იყო წიგნების საგამომცემლო და სასკოლო სექციებს შორის არსებული უთანხმოება და თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს სთხოვა შეეწყვიტათ ამ საკითხის განხილვა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია სახელმძღვანელო წიგნების გამოცემის საქმე მიენდო სასკოლო და არა საგამომცემლო სექციისთვის. გამგეობის წევრები თვლიდნენ, რომ საქმისთვის ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ დაიცვა შრომის განაწილების პრინციპი, როდესაც საგამომცემლო სექციას სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმე ჩამოართვა და სასკოლო სექციას გადააბარა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას ჰქონდა 300 მანეთი, რაც არ იყო საკმარისი სახალხო და საყმაწვილო ლიტერატურის შესაქმნელად და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასავრცელებლად.

