რეგისტრირებული ფაქტები32762
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა გამოთქვა აზრი, რომ ჯარის მობილიზაციასთან დაკავშირებით ხალხთან მოსალაპარაკებლად უნდა შექმნილიყო ცალკე კომისია, რომლის წევრებიც იქნებოდნენ ნოე ჟორდანია, ივანე გობეჩია, ნიკოლოზ ქარცივაძე და გრიგოლ ვეშაპელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ფარნიაშვილი, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის ელჩებმა განაცხადეს, რომ მობილიზაცია ნაწილ-ნაწილ უნდა მომხდარიყო – ჯერ ქართველებისა და სომხების და შემდეგ, აზერბაიჯანელების.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილის თავმჯდომარეობით გამართა თათბირი ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს მიხეილ ოკუჯავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 დეკემბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიღო დადგენილება პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის შესახებ. საკითხის შესასწავლად აირჩიეს კომისია ასეთი შემადგენლობით: ივანე ჯავახიშვილი, ანდრია რაზმაძე, ალექსანდრე დიდებულიძე და ალექსანდრე ჯავახიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად ალექსანდრა დარახველიძემ გადასცა ჭიათურიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქიმიური ლაბორატორია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ივლისს სტალინის მონაწილეობით გამართულ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომაზე გადაწყდა, ლორეს ნეიტრალური ზონა საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკას შეერთებოდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ბათუმის ციხიდან სპარსეთში გაქცეული ვარდენ თიკანაძე ბათუმში დაბრუნდა იარაღისა და დამხმარე ძალების სპარსეთში გასაგზავნად.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 აპრილს გაზეთ „ელვის“ ჩხრეკამ, რომელსაც თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა, საღამოს 5 საათამდე გასტანა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძისთვის ჩამორთმეული დოკუმენტი მას კატორღაში გაგზავნას უქადდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 16 აპრილს გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძეს ჩამოართვეს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მას გენერალ გრიაზნოვის მკვლელის, ჯორჯიაშვილის მამისთვის ფულადი დახმარება ჰქონდა მიცემული.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ნოემბერს ბაქოში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმმა ვიაჩესლავ მიხაილის ძე მოლოტოვის მონაწილეობით ერთხმად მიიღო დადგენილება ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში ეფრემ ეშბა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ივლისს ალექსანდრე სიმონის ძე სვანაძე და ასქანაზ არტემის ძე მრავიანი დაესწრნენ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომას, რომელზეც საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი განიხილეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში ნესტორ ლაკობა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ივლისს სტალინის მონაწილეობით გამართულ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომაზე გადაწყდა, ახალქალაქისა და ხრამის რაიონების სომხეთისთვის გადაცემის საკითხი განსახილველად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის გადაეცათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 მაისს თბილისში გამართულ კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის დაარსების შესახებ და აირჩიეს საფინანსო კომისია, რომელშიც შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილი სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 აგვისტოს მარიამ ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ბათუმში ერმოლოვზე თავდასხმის დროს დაჭრილი ვარდენ თიკანაძე კაზაკებმა შეიპყრეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 მაისს ქუთაისში ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით გაიმართა კრება, რომლის თავმჯდომარე იყო იოსებ ოცხელი, მდივანი – ალექსანდრე ჯანელიძე, მოხსენება წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ჭიათურის მრეწველთა საბჭომ და საზოგადოება „ჩემომ" ალექსანდრა დარახველიძის ხელით თბილისის უნივერსიტეტს სამჯერ გადასცა 100 გირვანქა სტერლინგი მოწყობილობების საზღვარგარეთ შესაძენად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბერში თბილისში გამართულ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებას 40-მდე ადამიანი დაესწრო. კრების საპატიო თავმჯომარედ აირჩიეს პეტრე მელიქიშვილი, თავმჯდომარედ – ექვთიმე თაყაიშვილი, მდივნად – ილია ზურაბიშვილი. ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ, განიხილეს ფინანსური საკითხები და სასწავლო გეგმა.

