რეგისტრირებული ფაქტები2018
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ოსიფ იურის ძე მისლიკი იყო 59 წლის.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც სოხუმის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა.
1831
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი უზომოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. პაროტის თქმით, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სომეხი ეჩმიაზინსა თუ ერევანში.
1830
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ბელაქნის კომენდანტი მაიორი ბუჩქიევი წარმოშობით კახეთიდან ყოფილა (დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი).
1830
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი ცხოვრობდა კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვის სახლში, ბერძნული ეკლესიის გვერდით.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კატორღამისჯილი ევგენი დვალი სულიერად ავადმყოფი იყო.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ კომაროვს, დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ ჩიჯავაძეს.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს კავკასიის ნამესტნიკმა, მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეებს, მოსე ტერ-სტეფანიანსა და ისაია ტერ-სტეფანიანს, მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ მათ უფასოდ გასცეს მიწები რკინის გზის ქვესაგებისთვის.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა ქართული არ იცოდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901-1902 სასწავლო წელს ქართულ გიმნაზიაში მივიდა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1940 წლის 19 ოქტომბერს სამი წელი შესრულდა, რაც თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გადასხლებაში იმყოფებოდა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წელს თბილისის გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლე ს. ციციშვილმა ყუმბარა ისროლა და მოქალაქე დაჭრა, რის გამოც ის დააკავეს.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ხაჩატურ არუთიუნის ძე აგაბაბიანცი დაიბადა 1901 წლის 7 დეკემბერს სოფელ ხაჩიკში, ერევნის გუბერნიაში.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
აბგარ არშაკის ძე არუთიუნოვი დაიბადა 1901 წლის 20 მაისს ქალაქ შულავერში, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
არუტუნ სერობის ძე აფრიკიანცი დაიბადა 1901 წლის 1-ელ აპრილს ქალაქ ნოვობაიზეტში.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ არაქელის ძე ბაბახანიანცი დაიბადა 1901 წლის 8 თებერვალს თბილისში.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ბარსეგ (ვასილ) გრიგოლის ძე ბასილიანცი დაიბადა 1901 წლის 1-ელ იანვარს თბილისში.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვალერი გრიგოლის ძე გეინაცი დაიბადა 1902 წლის 25 თებერვალს ქ. პეტროგრადში.

