საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19331

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალები და პოლიტიკური პარტიები“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ განთავისუფლების პირველივე დღეებიდან კავკასიისა და ქართველ ქალთა საზოგადოებებმა ქალაქის კომიტეტს თავიანთ წრეში მიღების თხოვნით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ ქალთა 14 საზოგადოებისგან შეერთებულმა კომისიამ თხოვნა კომისარიატს გაუგზავნა, საიდანაც პასუხიც არ დაუბრუნეს. ხელს უშლიდნენ ქალის გაყვანას უბნის კომიტეტშიც კი. ქალაქის 120 ხმოსანს შორის მხოლოდ 5 ქალი იყო. ავტორის აზრით, ქალები პარტიებში მესამედი მაინც რომ ყოფილიყვნენ, მუშაობა უფრო შეთანხმებული და ნაყოფიერი იქნებოდა, როგორც ნორვეგიასა და ავსტრალიაში.

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება როგორც მდინარე რიონის, აგრეთვე მისი ნაპირების (ფოთიდან სამტრედიამდე) ბუნებრივი სიმდიდრის ექსპლოატაციაზე, რომელთა გარკვეული ზოლი გასხვისებული იყო. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება თევზჭერაზე, თევზეულის დამარილებაზე, შებოლვაზე, დაკონსერვებასა და გატანაზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება მდინარე რიონის სანაპიროების მთელ გაყოლებაზე ფოთიდან სამტრედიამდე და მის დელტაში ტყის სიმდიდრის ექსპლოატაციის უფლებაზე 50 წლით, და ამ კონცესიით მინიჭებული უფლებებითა და მოვალეობებით მათი შეხედულებისამებრ გირავნობის გადაცემის უფლება მესამე პირებსა და საზოგადოებებზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ს. ჩირაკაძე შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და მიყენებული ზარალისთვის გამოუყონ დიდი დახმარება.

1918

ტიპი: ავტორობა

მ. ა. კოვალიოვი, რომელიც სამსახურში დაააბრუნეს 1-ლი მარტის გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის 5 ივლისს შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დაუნიშნონ გასამრჯელო სამსახურის დაკარგვისთვის, გამოუყონ დიდი დახმარება, რომლითაც მოვალეობას იკისრებენ, დაუფარონ გათავისუფლების დროს მიღებული საპენსიო შენატანები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ვ. გოგავა შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დახმარება მისცენ 2 წლისა და 2 თვის მანძილზე ხელფასის ჩამორთმევისათვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ლუკა ელბაქიძემ შუამდგომლობით მიმართა გზების უფროსს, უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაეთვალათ და მიყენებული ზარალისთვის დიდი დახმარება მიეცათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გრ. მაჭავარიანმა განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება ითხოვა ეკატერინე ონისიმეს ასულმა მელითაურმა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 აგვისტოს თბილისის ჩეკაში გიორგი სალუქვაძის მეორე დაკითხვა ჩატარდა. მან უარი განაცხადა ჩეკას მოთხოვნაზე, ჩამოეთვალა მენშევიკური რაიკომის წევრები.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის აპრილში საქართველოს ჩეკამ დაკითხა დაკავებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე. დაკითხვის ოქმში დევს მისი ჩვენებაც, რომელშიც დაწვრილებით ჰყვება სოციალ-ფედერალისტურ პარტიასა და სტუდენტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების ამბებს, ასახელებს ორგანიზაციის წევრების გვარებს, ჰყვება ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობისა და საკუთარი საქმიანობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა ვასილ გიორგაძის მონოგრაფია „სასულიერო პოეტები: იოვანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, სერგი მაკალათიას „ატენის სიონი“ (ატენის სიონის აღწერილობა. შენიშვნა სქოლიოში: წაკითხულია საარქეოლოგიო სემინარიაში), ლექსები: ბარბარე (ბაბილინა) ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილის „ცოცხალი თაიგული“ და „მგზავრი“ , ილია სიხარულიძის „ღელვა“ და „ცისფერი მადამი“, ვ. გორგაძის „არ-ესა“, ს. აბულაძის ეტიუდი, დემნა შენგელაიას ჩანახატი „ვერ დამიმონებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა: პლ. გურიელის „ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა“, ა. შილაკაძის „ხელოვნების ისტორიიდან: (ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენის გამო)“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილ ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას, მსოფლიო და ქართული ხელოვნების ზოგად განხილვას ეხებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე წაიკითხეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ. კანონპროექტის განხილვა გადაიდო მანამდე, ვიდრე მთავრობა განსახილველად წარმოადგენდა დროებით კანონპროექტს ამავე საკითხზე.

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერმა ირაკლი გიორგის ძე წერეთელმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო კომისიის სხდომებს ვერ დაესწრებოდა და ფრაქცია კომისიის წევრად მის ნაცვლად სხვას დაასახელებდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 მარტს საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა ლ. დუმბაძემ პირველი ლექცია წაიკითხა კომუნისტური პარტიის მიერ გახსნილ საბჭოთა აღმშენებლობის კურსებზე.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე გიორგი ჯაბადარისა და გიორგი თუმანიშვილის სრული არქივების მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 21 ოქტომბერს სუტირინმა ამიერკავკასიის პროლეტმწერალთა პლენუმზე ლიტერატურაში მემარჯვენეობის გაძლიერების ნიშნებზე ისაუბრა.

1918

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1918 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში ხელმოწერილი ოლღა ხოფერიასა და მდივან გიორგი გამზარდიას მიერ.

1918

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ახალი სენაკის ბიბლიოთეკის მოქმედების 1918 წლის სრული ანგარიში შეადგინა გიორგი გამზარდიამ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგა.