რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართეს იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებმა – ს. მგალობლიშვილმა, ა. ღულაძემ და ვ. გუნიამ: სესხად ითხოვდნენ 20 თუმანს (200 მანეთს), რომელიც განსვენებულის ზოგიერთი საქმის მოსაწესრიგებლად სასწრაფოდ იყო საჭირო, ანდერძის დამტკიცებამდე კი აღმასრულებლები ხელს ვერ ახლებდნენ ნაანდერძევ ფულს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 11 ივლისს იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლები (შ. ზ. დედაბრიშვილი, ს. ზ. მგალობლიშვილი, ვალერიან გუნია) თხოვნით მიმართავენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ იაკობ გოგებაშვილის ანდერძის დამტკიცებამდე სესხად მისცენ 200 მანეთი, რომელიც განსვენებულის ზოგიერთი საქმის მოსაწესრიგებლად არის საჭირო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 ივნისს შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს მიმართა განცხადებით, რომელშიც ბიძის ანდერძის დამტკიცებამდე ითხოვდა 200 მანეთს, რადგან ამ თანხის გარეშე ვერ შეძლებდა ინსტიტუტის დამთავრებას, კერძოდ: 20 მანეთი სექტემბერში სახელმწიფო გამოცდებზე დასაშვებად იყო საჭირო, 60 მანეთი – კიევში გასამგზავრებლად და უკან გამოსაბრუნებლად, 120 მანეთი კი ის ოთხი თვის სტიპენდია იყო ერთად, რომელიც ბიძას უნდა მიეცა სწავლის დასრულებამდე სამყოფად (ფულის გასაგზავნად მითითებულია მისამართი: ქ. გორი, ახალბედაშვილის სახლი – სტუდენტ შალვა გოგებაშვილს).
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრმა, კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძემ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლისთვის 1917 წლის პირველი ოქტომბრიდან კუთვნილი ხელფასი გაეგზავნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას წმინდა ნინოს სასწავლებლთან, რათა მათ ოლღა გურამიშვილისთვის (რომელიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა) პანსიონის გარდერობიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გამოეყოთ.
1912
ტიპი: ავტორობა
კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტ იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ირკვევა, რომ იაკობ გოგებაშვილი მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა მას (ისევე, როგორც ძმისწულ შალვას) და ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 10 მანეთს უგზავნიდა, გარდაცვალების წინ კი 300 მანეთის დახმარება აღუთქვა სიტყვიერად, თუმცა ხელმოწერით დამტკიცება ვეღარ მოასწრო. საჭიროების შემთხვევაში იოსების ნათქვამის დადასტურება შეეძლო შალვა გოგებაშვილს, როგორც ბიძის დაპირების მოწმეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებათა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის აზრით, 1-ლ იანვრამდე ფილიალების ასამოქმედებლად ზომები უნდა მიეღოთ, წევრთა რაოდენობა გაერკვიათ და ამის მიხედვით განესაზღვრათ რწმუნებულთა რაოდენობა.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.

