საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19331

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ ბობოთის ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრის კონდრატე არჩილის ძე მხეიძის თხოვნა სკოლისთვის ერთდროული და ყოველწლიური დახმარების შესახებ. მან ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებით და სურათებით დახმარებაც ითხოვა. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათთვის 25 მანეთის წიგნები უნდა გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლები დაუყოვნებლივ გადასცემოდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებას ან სამოსწავლო ოლქის კომისარიატის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა სკოლების შესანახად დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა და სკოლების შესანახად 30 000 მანეთი ეთხოვათ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარემ, იაკინთე იოსების ძე გორგაძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და წინა წლის გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და წევრთა სია.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობას არცერთი სკოლა არ ჰქონდა გახსნილი. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა წიგნის მაღაზიის გასავლის ანგარიში.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს სოფელ ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა. ყრილობის მიერ გამოტანილი განაჩენის უტყუარობას ხელი მოაწერა ოცდათვრამეტმა წერა-კითხვის მცოდნემ და ოთხას ორმოცდაოთხმა წერა-კითხვის უცოდინარმა, უფლების მქონე პირმა. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს სოფელ ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა, რომელსაც დაესწრო 700 პირი, ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ორი-მესამედი. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს სოფ. ყვარელში ჩატარებული საზოგადო ყრილობის მიერ გამოტანილი განაჩენის უტყუარობა 1913 წლის 10 დეკემბერს ხელმოწერით დაამოწმა და დოკუმენტს ბეჭედი დაუსვა თელავის მაზრის პირველი განყოფილების სამოქალაქო შუამავალმა. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას დაბა ყვირილაში ჰქონდა ერთი წიგნსაცავ-სამკითხველო და 9 სამკითხველო – ხარაგაულში, საქარში, ჩხარში, თერჯოლაში, წევაში, ამაშუკეთსა და მუხურაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებისთვის თეატრის აღდგენა არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით იყო კარგი, არამედ მის მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ მხარი უნდა დაეჭირათ ყვირილის განყოფილების თბილისის დრამატულ საზოგადოებასთან შუამდგომლობისთვის.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილება ფლობდა სამკითხველოებს: ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, რაჭის, მუხურის, ჩხარის, საზანის, წევისა და ყვირილის. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ანგარიშს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ევგენი ექვთიმეს ძე კვარცხალია ზუგდიდის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გიორგი შალამბერიძემ საწერი მანქანების დაკვეთა გერმანიაში საკუთარ თავზე აიღო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ გადაწყვიტა გამარტივებული ანბანის შესადგენად სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია მიეწვია. თუმცა საქველმოქმედო საზოგადოების საბეჭდი მანქანის ქართულ ანბანს (ბეჭდურ შრიფტს) დროებით მისაღებად მიიჩნევდა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული უნივერსიტეტის გამგეობამ საზოგადოების გამგეობას ხელნაწერების უნივერსიტეტში გადატანის ნებართა სთხოვა. ხელნაწერებით სარგებლობის უფლება გარეშე პირებსაც ექნებოდათ. გამგეობამ მათ ხელნაწერების გამოყენების ნება დართო პროფესორ ივანე ჯავახიშვილის პასუხისმგებლობით. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1908

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად შექმნილი საგანგებო კომისიის 1908 წლის 8 მაისის ანგარიშის თანახმად, საგურამოს მამულის ვალი 1-ლი ივლისისთვის 20 365 მანეთსა და 32 კაპიკს მიაღწევდა, მაგრამ აღნიშნული თანხა საშიში არ იყო ილიასეული კარმიდამოსთვის – სამსართულიანი ქვითკირის სახლი ბაღით, წინა ვენახით, ცემენტის აუზით, მშვენიერი წყაროთი და დამხმარე ქვითკირის შენობებით; მარტო ვენახი 22 დესეტინა იყო, სახნავი – არანაკლებ 100 დესეტინისა. ერთი დესეტინა სახნავი 100 მანეთი ღირდა, ვენახი კი სულ იაფად – 30 000 მანეთად მაინც გაიყიდებოდა. მაშასადამე, მარტო ვენახისა და სახნავის ერთიანი ფასი 40 000 მანეთს უდრიდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა.

1908

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში განხილულია საკითხი – განსვენებული პოეტის მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში რამდენად შეძლებდნენ თანმხლები ვალების გასტუმრებას და თავად „საზოგადოებასაც" დარჩებოდა თუ არა სარგებელი. სახელდობრ: ქალაქის სახლის გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან იქ პოეტის სახელზე რაიმე კულტურული დაწესებულება უნდა გახსნილიყო, სანაცვლოდ საგურამოს ვენახებისა და სახნავის გაყიდვით გაისტუმრებდნენ ყველა ვალს, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების ხელში გადავიდოდა სახლი, წინა ვენახი, ბაღი და 164 დესეტინა ტყე, ამასთან – სახლი თბილისში, რომელიც ვალისგან თავისუფალი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.

1908

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ვრცელ ანგარიშში ჩამოთვლილია განსვენებული პოეტის ვალები: სათავადაზნაურო ბანკში დაგირავებული საგურამო-წიწამურის სოფლის მამულისა – 12 440 მანეთი და 77 კაპიკი; იმავე ბანკში დაგირავებული ქალაქის სახლისა – 7 178 მანეთი და 72 კაპიკი; ამას გარდა, განსვენებულს 10 000 მანეთის ვალი დარჩა თამასუქებით – ერთიანად ვალის რაოდენობამ შეადგინა 29 619 მანეთი და 49 კაპიკი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის მაისში საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილებას სწერდა, რომ ფასიანი ქაღალდები მხოლოდ სამინისტროს საქმისმწარმოებლის – ი. ა. გოლდმანის (შემცვლელები შეიძლება ყოფილიყვნენ ტარასი გრიგორის ძე აბაშიძე ან ნ. გ. ახმეტელოვა) ხელმოწერით იქნებოდა ძალაში.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიაში ი. გოგებაშვილმა წარადგინა საკითხი სკოლაში კლასიკური კლასების პარალელურად რეალური კლასების გახსნის მოთხოვნით.

1909

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ იროდიონ ევდოშვილის რამდენიმე მოთხრობა შეიძინა (ჰონორარი 100 მანეთი) და ცალკე წიგნად გამოსცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ ექიმ ივანე გედევანის ძე გომართელისგან მის მიერ შედგენილი ასტრონომიის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ ნებართვა მიიღო.