რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1915 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირთულეების მიუხედავად, განყოფილებას იმედი ჰქონდა 1916 წელს წევრები შემოემატებოდა, რადგან საწევრო გადასახადი ერთ მანეთანდე იყო შემცირებული. ამასთან, ქიზიყში იზრდებოდა ღირსეული ახალგაზრდობა, რომელიც მიხვდებოდა, რომ ინტელიგენტობა კაცს მარტო სუფრის თავში დაჯდომას კი არ ავალებდა, არამედ შრომასა და პატარა წვლილის შეტანას სამამულიშვილო საქმეში, ამიტომ გასართობად და საყოყლოჩინოდ არ ჩაეწერებოდა ამ საზოგადოების წევრად. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ და მდივანმა ალექსანდრა მიხეილის ასულმა მჭედლიშვილმა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებაში ირიცხებოდა 33 წევრი მას შემდეგ, რაც გავიდა – 15 და შეემატათ – 7; განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 240 მანეთსა და 32 კაპიკს, გასავალი – 169 მანეთსა და 27 კაპიკს; ბიბლიოთეკების შესანახად დაიხარჯა 69 მანეთი და 10 კაპიკი. განყოფილების წლიურ ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ და მდივანმა ალექსანდრა მიხეილის ასულმა მჭედლიშვილმა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წლიური ანგარიშის თანახმად, განყოფილებას საანგარიშო წელს გამოაკლდა ოცდათორმეტი წევრი, შეემატა – ცხრა. 1915 წლის 1-ლი იანვრისთვის ფილიალს ორმოცდაერთი წევრი ჰყავდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ.

