რეგისტრირებული ფაქტები19698
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თხოვნით მიმართა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, რომ სოხუმისა და ბაქოს თავშესაფართა რევიზიის შემდეგ რევიზია ჩაეტარებინა ბაქოს, ბათუმისა და ქუთაისის განყოფილებებში. ხელს აწერს გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექცია პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმძღვანელოების, წიგნების გამოცემის ხელმძღვანელობაზე და არა სხვა საკითხების მოგვარებაზე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექცია უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყო თავად გამგეობას შეემუშავებინა მისთვის სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის პირნათლად შესრულება დაევალებინა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასკოლო სექცია სამოქმედო გეგმაში შეტანილ წიგნების სიიდან რომელიმე წიგნის გამოცემას ვერ მოახერხებდა, შეეძლო სხვა წიგნით ჩაენაცვლებინა და გამგეობისთვის დასამტკიცებლად წარედგინა ცვლილების შეტანის შესახებ ანგარიში.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმის შედგენით არ ეზღუდებოდა გამგეობისაგან დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება. იგი ასრულებდა გამგეობის მიერ დამტკიცებულ გეგმას და აგრძელებდა საქმიანობას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სპეციალური კაპიტალის ანგარიშზე 7436 მანეთი და 51 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

