საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2119

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილს (ჩოლოყაევს) თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრაში, ჭიაურის მახლობლად მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 3561 დესეტინა და 2000 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონა (იაკობ) მირიმანოზის ძე ერისთავსა და ალექსანდრე ივანეს ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ უფლისციხეში მდებარე 119 დესეტინა და 946 კვადრატულის საჟენი სახნავი, საძოვარი ადგილები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელისაბედ ივანეს ასულ, გიორგი სოლომონის ძე, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებსა და ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და თელავის მაზრაში, სოფელ კუდღელაურში მდებარე სახნავი, საძოვარი, სავენახო ადგილები, 35 დესეტინა და 75 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სტეფანე ნიკიტას ძე ტერ-აბრამოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ავლაბარში კახეთის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, რომელსაც 103, 3/10 კვადრატული საჟენი მიწა ეკავა და ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მერაბ იოსების ძე გედევანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის მაზრის სოფელ მუხათგვერდში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი ადგილები, 60 დესეტინა და 110 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ლისში მდებარე სახნავი, საძოვარი, საბოსტნე ადგილები, 233 დესეტინა და 956 საჟენი სათიბი, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაგრატ მიხეილის ძე წერეთელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე საძოვარი ადგილები, ტყე 1020 დესეტინა და 1920 საჟენი მიწით, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მოღნინისა და ბებუთოვის ქუჩის N 21-ში მდებარე ორსართულაინი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი ფლიგელით და 87 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წელს ინჟინრებმა იარალოვმა და ალიხანოვმა კავკასიაში პირველი ზარების ქარხანა დააარსეს. ქარხანაში შესაძლებელი იყო ახალი ზარების დამზადებაც და ძველების შეკეთებაც.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხაილ პეტრეს ძე ისაევს 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში უსახელო ქუჩაზე მდებარე სახლი და 254 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექს გრიგოლის ძე მურუსიძეს 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში გეგუთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 86 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის იანვარში ი. მ. მაისურაძის ტყავის ქარხანა გაქურდეს. ქარხნის კედლები გამოანგრიეს და მოიპარეს 600 მანეთის ღირებულების ტყავი.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 3 თებერვალს თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით უნდა გაყიდულიყო სოლომონ კუხიევის ერთსართულიანი სახლი, რომელიც სოლოლაკში მდებარეობდა. სახლი იყიდებოდა 216 მანეთად.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი სიმონის ძე კორძაიას ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სენაკის მაზრის სოფელ საჭილაოში მდებარე 35 დესეტინა და 1680 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომელსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება დაბინავებული იყო ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 9 ანვარს „ცნობის ფურცელში” დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები კონსტანტინე მუხრან-ბატონის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ყველაზე დიდი მამული საქართველოში მუხრან-ბატონს ეკუთვნოდა. დუშეთში მის მამულს ეკავა 32 ათასი „დესეტინა“ ადგილი. გარდა ამისა, მიწები ჰქონდა ბათუმთან ახლოს და თელავის მაზრაში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მამუკა ვახუშტის ძე აბულაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ქვიტირში მდებარე სახნავ-სათესი, 6 დესეტინა და 288 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანდრია და ასლან მანუჩარის ძე ჩხეიძეებს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ობჩაში მდებარე ზვარი, სახნავ-სათესი, 10 დესეტინა და 1056 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ქაიხოსროს ძე იოსელიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავეული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ გაღმა წყალტუბოში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 22 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არონ იაკობის ძე ბუზიაშვილს, შამოელ, მიხაილ და რაფაელ ისხაკას ძე ბუზიაშვილებს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 15 კვადრატული საჟენი და 5 კვადრატი ალაბი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, შამუელა აბრამის ძე ხანანაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 3 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კესარია ათანასეს ასულ რუხაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 243 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პეტრე თედორეს ძე საბანეევს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ბალახვანის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 311 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსი გაბრიელის ძე შავგულიძესა და თეიმურაზ მიქელას ძე გვანცალაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ალექსანდრე სლობოდას დასახლების პირველ ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 179 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.